უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

12 აგვისტო, 2017 13:14
font-size

ამერიკელი დიპლომატები სხვადასხვა ქვეყნებში ოპოზიციის ქმედებებს მართვენ- სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ ამერიკელი დიპლომატები, სხვადასხვა ქვეყნებში, ადგილობრივი ოპოზიცის ქმედებებს მართავენ.

ამის შესახებ ლავროვმა „მნიშვნელობების ტერიტორიის“ სახელწოდების ფორუმზე განაცხადა.

„სადაც გნებავთ, ნებისმიერ ქვეყანაში, იქნება ეს აღმოსავლეთ თუ ცენტრალური ევროპა, უამრავი ფაქტია, როდესაც ამერიკის საელჩო პირდაპირ პროცესებს მართავს, მათ შორის ოპოზიციის ქმედებებს“,-განაცხადა დიპლომატმა.

მისი თქმით, მოსკოვში აშშ-ს საელჩოში ბევრი რუსი მუშაობს.

„ვენის კონვენციის თანახმად, თუკი შენ პერსონალს იმ ქვეყანაში აგროვებ, სადაც საელჩო გაქვს გახსნილი, ეს პერსონალი შეიძლება იყოს მხოლოდ ტექნიკური: მძღოლი, მბეჭდავი და სხვა. მათ არ აქვთ უფლება დაკავდნენ დიპლომატიური საქმიანობით, მათ შორის პოლიტიკური ასპექტებით“,-განმარტა ლავროვმა.

მისი თქმით, მიუხედავად ამისა, რუსულ მხარეს არაერთხელ გამოუვლენია შემთხვევები, როდესაც ამერიკის საელჩოს თანამშრომლები, რეგიონებში დადიოდნენ და აწარმოებდნენ მოსახლეობის გამოკითხვას, მაგალითად, როგორია მათი დამოკიდებულება გუბერნატორის მიმართ და სხვა.

„ასეთ შემთხვევაში, ამერიკელ კოლეგებს ზრდილობიანად ვთხოვთ, რომ ასეთ თანამშრომლებთან შრომითი ურთიერთობა გაწყვიტონ. ვფიქრობ, თავად ამერიკა ამ ყველაფერს ჩარევად არ მიიჩნევს, რადგან ერთის მხრივ, მათთვის ყველაფერი შეიძლება, და მეორე - მათ ეს სისხლში აქვთ გამჯდარი“,-დასძინა რუსეთის პირველმა დიპლომატმა.

საკვანძო სიტყვები:

ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი, 2025 , 09:38

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. „ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. უბრალოდ, არ მომეჩვენა ეს სწორად, ამიტომ გავაუქმე, მაგრამ ამა

აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა

23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნ

სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს

20 ოქტომბერი, 2025 , 12:50

სომხური მედიის ცნობით, კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტმა ორშაბათს დაადასტურა, რომ გიუმრის მერი ვარდან ღუკასიანი და ქალაქის სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს. კომიტეტ

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

17 ოქტომბერი, 2025 , 09:11

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, დაგეგმილი აქვს შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ასევე, აშშ-ის თავდაცვისა

დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა

13 ოქტომბერი, 2025 , 11:08

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა. მისი თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაეშვა ბენ გურიონის აეროპორტში, სადაც მას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მეუღლესთან ერთად, ასევე აშშ-ის სპეციალური წარმო

ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი

13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

ომი დასრულდა. ომი დამთავრდა, გესმით ეს?, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრისას თვითმფრინავის ბორტზე მედიას განუცხადა. &bdquo