უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

12 ივნისი, 2025 15:29
font-size

ამერიკელი ხალხის სახელით მსურს მივულოცო რუს ხალხს რუსეთის დღე - მარკო რუბიო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ რუს ხალხს მიულოცა სახელმწიფო დღესასწაული „რუსეთის დღე“, რომელსაც 12 ივნისს აღნიშნავენ.

სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, რუბიო რუს ხალხს ამერიკელი ხალხის სახელით ულოცავს და აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები კვლავ მხარს უჭერს რუს ხალხს, რომელიც ნათელი მომავლის მშენებლობისკენ სწრაფვას განაგრძობს.

„ამერიკელი ხალხის სახელით მსურს მივულოცო რუს ხალხს რუსეთის დღე.

შეერთებული შტატები კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს რუს ხალხს, რომლებიც აგრძელებენ უკეთესი მომავლისკენ სწრაფვას. ამავდროულად, ვიყენებთ ამ შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი სურვილი კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ რუსეთის ფედერაციასთან, რათა მიღწეულ იქნას მდგრადი მშვიდობა რუსეთისა და უკრაინის შორის. ვიმედოვნებთ, რომ მშვიდობა საფუძველს შექმნის ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების გაღრმავებისთვის“, - წერია განცხადებაში.

  • 1990 წლის 12 ივნისს, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი რუსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო დეპუტატების ყრილობამ მიიღო რუსეთის ფედერაციის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დეკლარაცია.
  • 1994 წელს რუსეთში 12 ივნისი სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადდა, 2002 წლიდან კი მას ოფიციალურად ეწოდება „რუსეთის დღე“.

ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი, 2025 , 09:38

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. „ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. უბრალოდ, არ მომეჩვენა ეს სწორად, ამიტომ გავაუქმე, მაგრამ ამა

აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა

23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნ

სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს

20 ოქტომბერი, 2025 , 12:50

სომხური მედიის ცნობით, კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტმა ორშაბათს დაადასტურა, რომ გიუმრის მერი ვარდან ღუკასიანი და ქალაქის სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს. კომიტეტ

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

17 ოქტომბერი, 2025 , 09:11

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, დაგეგმილი აქვს შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ასევე, აშშ-ის თავდაცვისა

დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა

13 ოქტომბერი, 2025 , 11:08

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა. მისი თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაეშვა ბენ გურიონის აეროპორტში, სადაც მას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მეუღლესთან ერთად, ასევე აშშ-ის სპეციალური წარმო

ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი

13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

ომი დასრულდა. ომი დამთავრდა, გესმით ეს?, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრისას თვითმფრინავის ბორტზე მედიას განუცხადა. &bdquo