მსოფლიო
ამერიკის ფედერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპის სამიგრაციო ბრძანება შეაჩერა
ამერიკის ვაშინგტონის შტატის ქალაქ სიეტლის ფედერალურმა სასამართლომ, ამერიკის პრეზიდენტის იმ ბრძანების მოქმედება შეაჩერა, რომელშიც დონალდ ტრამპმა ლტოლვილების მიღებასა და შვიდი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემაზე უარს ამბობს. საუბარია, ძირითადად მუსლიმი მოქალაქეებით დასახლებულ ქვეყნებზე.
ბრძანების მოქმედება მთელი ქვეყნის მასშტაბით იქამდე არის შეჩერებული, ვიდრე არ იქნება განხილული სარჩელი, რომლითავ სასამართლოს ადგილობრივმა პროკურატურამ მიმართა.
სასარჩელო დოკუმენტში პროკურატურა ითხოვს პრეზიდენტის ბრძანების ძირითადი ნაწილი არაკონსტიტუციურად ცნოს და მთლიანად გააუქმოს.
ვაშინგტონის შტატის პროკურორმა ბობ ფერგიუსონმა სასამართლოს გადაწვეტილების კომენტირებისას აღნიშნა,რომ ამერიკაში კანონის ზეიმი მოხდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში გახდა ცნობილი, რომ ამერიკის იუსტიციის სამინისტრო, უახლოეს დროში, სიეტლის სასამართლოს გადაწყვეტილებს გაასაჩივრებს.
თეთრი სახლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ პრეზიდენტის ბრძანება მართლზომიერი და მიზანშეწონილია. მათი თქმით, ქვეყნის მეთაურს „გააჩნია კონსტიტუციური უფლება და ვალდებულება დაიცვას ამერიკელები“.
სუდანის,იემენის, ლიბიის, სომალის, ერაყის, ირანისა და სირიის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები, დონალდ ტრამპის ბრძანებით ძალაში 28 იანვრიდან შევიდა.
ბრძანების საფუძველზე უკვე 100 ათასი ამერიკის ვიზაა გაუქმებული.
პრეზიდენტის ბრძანებამ ამერიკის საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, მათ შორის მსხვილ მეწარმეებშიც.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

