მსოფლიო
ამერიკის ვიზების გაცემის პირობები გამკაცრდა
ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ვიზების გაცემის პირობები გაამკაცრა.
ადმინისტრაციამ ახალი ანკეტა შეადგინა, რომელიც რიგ პუნქტებს შეიცვას, მათ შორის, სოციალურ ქსელში რეგისტრაციის სახელს.
ამის შესახებ Reuters წერს.
ახალი წესების მიხედვით, აშშ-ს საელჩოს თანამშრომლები ვიზების მიღების მსურველებს მოსთხოვენ ყველა პასპორტის ნომრებს და სახელებს რომლითაც ისინი სოციალურ ქსელებში არიან დარეგისტრირებული. ასევე იმ სოციალური ქსელების დასახელებას, რომლითაც ისინი უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში სარგებლობდნენ. ასევე პირად ინფორმაციას უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში, მგზავრობებისა და დასაქმების შესახებ ინფორმაციის ჩათვლით.
საკითხებზე პასუხების გაცემა სავალდებულო არ არის, თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ პასუხების არ არსებობა შესაძლოა ვიზის გაცემა შეაფერხოს, ან სულაც მის მიღებაზე უარის თქმის საბაბი გახდეს.
მონიკა დავლიანიძე
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

