საზოგადოება
ამირან გამყრელიძე ორსულების გარდა ყველას მოუწოდებს, წითელაზე ვაქცინაცია ჩაიტარონ
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, ორსულების გარდა ყველას მოუწოდებს, წითელაზე ვაქცინაცია ჩაიტარონ.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში წითელას 716 შემთხვევა არის დაფიქსირებული. სტატისტიკა მზარდია.
„ძალიან კარგია, რომ ერთი კვირის განმავლობაში 22 000 ადამიანი აიცრა დამატებით. თუ ჩვენ ამ ტემპით გავაგრძელებთ ვაქცინაციას, მალე შევაკავებთ წითელას ეპიდაფეთქებას ქვეყანაში. იმის გამო, რომ გრიპის საწინააღმდეგო აცრები მიმდინარეობს და ყველაზე მაღალი რისკჯგუფია ორსულები, ჩვენ რეკომენდაციას გავცემთ, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით ორსულები აიცრან და გუშინდელი მონაცემებით უკვე 100-მა ორსულმა მიმართა გრიპის საწინააღმდეგო აცრებისთვის პოლიკლინიკებს. მაგრამ ხაზს ვუსვამ, კატეგორიულად არ შეიძლება წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით ორსულების აცრა. ქალბატონები, ვინც აპირებენ დაფეხმძიმებას, სასურველია, თუ არ არიან აცრილი, გაიკეთონ წითელას საწინააღმდეგო აცრა ორსულობის დადგომამდე სამი თვით ადრე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დღეს ყველა რუსთაველზე! არა კობახიძის და პუტინის ერთად დგომას! - სალომე ზურაბიშვილი
12 დეკემბერი, 2025 , 17:14
წინასაახალწლო შეთავაზებები საქართველოს ბანკისგან - ნაწილ-ნაწილით გადახდისას
12 დეკემბერი, 2025 , 16:35
მეფე ლომის საახალწლო კინოჩვენება - ღონისძიების წარმდგენია SOLO და Mastercard
12 დეკემბერი, 2025 , 12:30
STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
11 დეკემბერი, 2025 , 19:03
შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა
11 დეკემბერი, 2025 , 16:41
ხე-ტყის უკანონო მოპოვებაზე კონტროლი გამკაცრდა - სატყეო სააგენტო
11 დეკემბერი, 2025 , 16:32


