სამართალი


ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავენ
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი ხვალ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავენ.
საკანონმდებლო წინადადების მთავარი მიზანია, შეიცვალოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენის ფორმა, დაინიშნოს კონკურსი, რომელიც იქნება ღია და გამჭვირვალე.
საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, კანდიდატებთან გასაუბრება უნდა იყოს საჯარო, რომელსაც ყველა მოქალაქე ნახავს.
„სამართლიანი სასამართლოსთვის ბრძოლა საბჭოში ერთი წლის წინ დაიწყო. ორი წელია ჩვენ ვლაპარაკობთ რომ საბჭო ახორციელებს ძალაუფლების უზურპაციას. ბრძოლას ვაგრძელებთ, ხვალ წარვადგენთ საკანონმდებლო ინიციატივას, როგორ უნდა მოხდეს კანდიდატების წარდგენა. უნდა იყოს ღია საჯარო გასაუბრება, რომელსაც ყველა მოქალაქე ნახავს, ზუგდიდში იქნება, თუ მესტიაში. არ მინდა ვინმეს ეგონოს, რომ ტექნიკური საუბრებითა და წერტილ-მძიმის გარჩევით იქნება შესაძლებელი ქართველი ხალხის მოტყუება და არასასურველი ადამიანების ჩუმად შეყვანა უზენაეს სასამართლოში. ამ პროცესის ირგვლივ არსებობს ხალხის უდიდესი ინტერესი და ეს იქნება ღია, გამჭვირვალე პროცესი. პარლამენტს მოუწევს ღია. დემოკრატიულ პროცესზე მსჯელობა“,-განაცხადა ანა დოლიძემ.
საკვანძო სიტყვები:
პროკურატურამ დააკავა სკოლის ბუღალტერი, რომელმაც სკოლის საბანკო ანგარიშიდან სხვადასხვა დროს 2 161 806,52 ლარი გადარიცხა და რომლის ნაწილიც აზარტულ თამაშებში წააგო
12 სექტემბერი, 2025 , 20:05

კახა კალაძე საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ მეგი დიასამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
12 სექტემბერი, 2025 , 17:15
მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, არსებობს თუ არა კავშირი უკრაინიდან ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანის ფაქტს, 4 ოქტომბრის არჩევნებსა და რადიკალური ჯგუფების დაანონსებულ გეგმებს შორის - სუს-ი
12 სექტემბერი, 2025 , 15:07
პროკურატურამ ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე დაკავებულ უკრაინის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
12 სექტემბერი, 2025 , 14:53
გასული 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო ღონისძიება ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 42 პირი - შსს
12 სექტემბერი, 2025 , 11:51

8, 9 სექტემბერს მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულთაგან ორი პირი გათავისუფლდა, საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ მეგი დიასამიძესთან დაკავშირებით კი პროკურატურამ სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართა - შსს
12 სექტემბერი, 2025 , 11:42