სამართალი


ანა დოლიძე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივის
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლის, დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანს.
როგორც დოლიძე ამბობს, გვრიტიშვილმა მის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს აგვისტოს ომის დროს ის რუსეთში იმყოფებოდა. დოლიძე ფაქტს აბსურდულს უწოდებს.
„სასამართლოს მივმართავ, უარყოფილ იქნას ის ტყუილი, რომელიც თქვა მოსამართლე გვრიტიშვილმა ჩემთან დაკავშირებით, რომ ერთხელ და სამუდამოდ დადგინდეს პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტი. მოსამართლე როდესაც ადამიანს დააბრალებს რაღაცას, ბუნებრივია, ჩვენ ვერ გვექნება რწმენა მის მიერ სასამართლოს სწორად განხორციელებისა“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პროკურატურამ დააკავა სკოლის ბუღალტერი, რომელმაც სკოლის საბანკო ანგარიშიდან სხვადასხვა დროს 2 161 806,52 ლარი გადარიცხა და რომლის ნაწილიც აზარტულ თამაშებში წააგო
12 სექტემბერი, 2025 , 20:05

კახა კალაძე საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ მეგი დიასამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
12 სექტემბერი, 2025 , 17:15
მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, არსებობს თუ არა კავშირი უკრაინიდან ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანის ფაქტს, 4 ოქტომბრის არჩევნებსა და რადიკალური ჯგუფების დაანონსებულ გეგმებს შორის - სუს-ი
12 სექტემბერი, 2025 , 15:07
პროკურატურამ ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე დაკავებულ უკრაინის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
12 სექტემბერი, 2025 , 14:53
გასული 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო ღონისძიება ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 42 პირი - შსს
12 სექტემბერი, 2025 , 11:51

8, 9 სექტემბერს მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულთაგან ორი პირი გათავისუფლდა, საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ მეგი დიასამიძესთან დაკავშირებით კი პროკურატურამ სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართა - შსს
12 სექტემბერი, 2025 , 11:42