სამართალი
ანა ნაცვლიშვილი რამდენიმე პირის მიერაა მოკლული - ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი
თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი აცხადებს, რომ ანა ნაცვლიშვილი რამდენიმე პირის მიერაა მოკლული.
როგორც ადვოკატმა ნაირა ოტიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, 33 ჭრილობა, რომელიც ნაცვლიშვილს აქვს მიყენებული, დანით არაა განხორციელებული და გამოძიებამ სხვა იარაღები უნდა ეძებოს.
"მომდევნო სხდომისთვის სავარაუდოდ, ჩემს მიერ დანიშნული სასამართლო-სამედიცინო და კრიმინალისტიკური ექსპერტიზებიც მოესწრება, რომლითაც უტყუარად დადგინდება ის, რომ 33 ჭრილობა დანით არაა მიყენებული. არის რამდენიმე იარაღი გამოყენებული გოგონას მკვლელობაში, რაც ცალსახად მეტყველებს, რომ დანაშაული ერთი ადამიანის მიერ არაა ჩადენილი და ლადო გრიგალაშვილის მიერ არაა ჩადენილი. ამოღებული დანა მკვლელობაში არაა გამოყენებული და შესაბამისად, გამოძიებამ სხვა იარაღი უნდა ეძებოს", - განაცხადა ადვოკატმა.
საკვანძო სიტყვები:
ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის ბრალდებულ გელა უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
24 ოქტომბერი, 2025 , 15:33
ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონიანი გირაო შეეფარდა
24 ოქტომბერი, 2025 , 14:44
მწერალი ზვიად კვარაცხელია დააკავეს
24 ოქტომბერი, 2025 , 14:21
ზურაბ ცეცხლაძე დააკავეს
24 ოქტომბერი, 2025 , 12:41
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს
24 ოქტომბერი, 2025 , 11:31
დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
22 ოქტომბერი, 2025 , 22:20

