უახლესი ამბები
- 22.11.2024 15:35დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით
- 22.11.2024 15:08პირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა
- 22.11.2024 14:52პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
არქივი
პოლიტიკა
ანგელა მერკელი „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შეხვდა
საქართველოში ვიზიტით მყოფი გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ დასრულდა.
ოპოზიციის მხრიდან შეხვედრაში „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მონაწილეობდნენ.
როგორც შეხვედრის შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, შეხვედრაზე გაცილებით უფრო გულწრფელი და პროდუქტიული საუბარი აღმოჩნდა, ვიდრე ელოდებოდა.
„ქალბატონი კანცლერი ძალიან დაინტერესებული იყო ჩვენი შეფასებებით – უპირველეს ყოვლისა, რა ხდება საქართველოში, რა ხდება საქართველოს დემოკრატიულ პროცესში, რა არის იმ პოლიტიკური ძალების განლაგება, რომელიც ახლა აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას და შემდგომ ამის გაგრძელებას, როგორც ვუყურებთ ჩვენ მდგომარეობას რეგიონში და როგორ ვუყურებთ იმას, რა გავლენას ახდენს რუსეთი საქართველოსა და რეგიონზე, როგორ ვაფასებთ ევროპის კავშირთან, ევროპასთან და პოლიტიკურ დასავლეთთან ჩვენს ურთიერთობებს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
რაც შეეხება ნატო-სთან დაახლოების საკითხს, როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ანგელა მერკელმა გულწრფელად დააფიქსირა იგივე პოზიცია, რა პოზიციაც მას ყოველთვის ჰქონდა.
„სრულიად გულწრფელად ქალბატონმა მერკელმა დააფიქსირა იგივე პოზიცია, რა პოზიციაც მას ყოველთვის ჰქონდა საქართველოს ნატო-სთან შემდგომ დაახლოებაზე. ერთი მხრივ, ეს გასაგებია, იმ სიტუაციაში, რა სიტუაციაშიც დღეს მსოფლიო იმყოფება, დამატებითი პასუხისმგებლობის აღება არც ერთ მხარეს არ სურს. მეორე მხრივ კი, ასევე გულწრფელად ვუთხრათ ერთმანეთს, რომ ექვსი წელიწადი ამ ე.წ. ხელისუფლებამ ვერ მოახერხა პარტნიორებთან ისეთი მუშაობა, რომელიც მათ დაარწმუნებდა ამ ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობაში“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.