მსოფლიო
ანგელა მერკელი პირველობას არ თმობს - ფორბსმა სამყაროს 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა
Forbes-მა 2017 წლის ყველაზე გავლენიანი ქალების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ზედიზედ მეშვიდე წელია გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ლიდერობს. მეორე ადგილზეა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერესა მეი მისი პოლიტიკური მიღწევებისა და ბრექსიტის პროცედურის წარმატებით გავლის გამო.
სამეულს ხურავს მილიარდერ ბილ გეითსის მეუღლე მელინდა გეითსი, რომელიც გამოირჩევა აქტიური საქველმოქმედო საქმიანობით.
ყველაზე დიდი რეგრესი განიცადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა. ის მეორე ადგილიდან 65-ზე ჩამოქვეითდა.
სიაში მოხვდა 23 ახალი სახე, მათ შორისაა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქალიშვილი ივანკა ტრამპი. მან მე-19 ადგილი დაიკავა, მაშინ როცა აშშ-ის პირველი ლედი, მელანია ტრამპი 100-ეულის მიღმა დარჩა. ფორბსი ივანკას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წამყვან ფიგურად და დე-ფაქტო პირველ ლედიდ ასახელებს.
სიაში წარმოდგენილი 100 ქალიდან 48 ამერიკელია.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საუდის არაბეთი, თურქეთი, ეგვიპტე, იორდანია, ინდონეზია, პაკისტანი და კატარი „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე დონალდ ტრამპის მიწვევას დათანხმდნენ
22 იანვარი, 2026 , 12:15
„მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებას რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის ბელარუსი, აზერბაიჯანი, უნგრეთი და ისრაელი დათანხმდა
21 იანვარი, 2026 , 11:55
დონალდ ტრამპის თვითმფრინავი, რომლითაც დავოსში უნდა ჩაფრენილიყო, მექანიკური პრობლემის გამო ენდრიუსის ბაზაზე დაბრუნდა, აშშ-ის პრეზიდენტი ფრენას სხვა თვითმფრინავით გააგრძელებს
21 იანვარი, 2026 , 10:28
ნიკოლ ფაშინიანმა „მშვიდობის საბჭოში“ ტრამპის მიწვევა მიიღო
20 იანვარი, 2026 , 10:28
კანადა და ჩინეთი ახალ პარტნიორულ ურთიერთობებს ამყარებენ
16 იანვარი, 2026 , 15:37
მარია კორინა მაჩადო შესანიშნავი ქალია, ჩემი შრომისთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადმომცა, ეს ურთიერთპატივისცემის შესანიშნავი ჟესტია - დონალდ ტრამპი
16 იანვარი, 2026 , 09:06


