უახლესი ამბები
- 22.11.2024 15:35დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით
- 22.11.2024 15:08პირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა
- 22.11.2024 14:52პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
- 22.11.2024 13:07აღწერა 2024-ის ფარგლებში თვითრეგისტრაციის პროცესი 28 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება - „საქსტატი“
- 22.11.2024 12:49საქართველოს ბანკის პლატფორმას Businesscourse.ge სარესტორნო ბიზნესის მართვის კურსი დაემატა
- 22.11.2024 12:01ბრაკონიერმა თეთრიწყაროში, ფიტარეთის მონასტრის მიმდებარედ შველი მოკლა
- 22.11.2024 11:01აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
არქივი
საზოგადოება
საქართველოს ბანკის პლატფორმას Businesscourse.ge სარესტორნო ბიზნესის მართვის კურსი დაემატა
საქართველოს ბანკი განაგრძობს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის მხარდაჭერას და ბიზნესით დაინტერესებული ადამიანებისთვის სასარგებლო რესურსების გაზიარებას. ამ მიზნით, ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმას Businesscourse.ge ახალი კურსი „სარესტორნო ბიზნესის მართვა“ დაემატა, რომელსაც ირაკლი ასათიანი, „სილკ ჰოსფითალითის“ ბრენდ შეფი უძღვება.
კურსი ექვსი ვიდეოლექციისგან შედგება და განიხილავს ისეთ კომპონენტებს, რომლებიც რესტორნის წარმატებას განაპირობებს. კურსის გავლის შემდეგ გაიგებთ, როგორ შეგიძლიათ გახადოთ სარესტორნო ბიზნესი მომხმარებლისთვის საინტერესო, შესთავაზოთ მათ სიახლეები და მიაღწიოთ წარმატებას.
ვიდეოლექციებზე მოისმენთ რეკომენდაციებს რესტორნის კონცეფციაზე, ბიზნეს პროცესების მართვაზე, გუნდის სიძლიერეზე, მენიუს შერჩევაზე, სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვაზე და სხვა საკითხებზე.
მოხარული ვართ, რომ სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიით დაინტერესებულ ადამიანებს ვთავაზობთ საგანმანათლებლო კურსს, რომელსაც 19-წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი უძღვება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ, თუ რა საჭიროებები აქვთ ბიზნესის შექმნით დაინტერესებულ ადამიანებს რათა მივაწოდოთ მათ რელევანტური ინფორმაცია. სწორედ ამიტომ, არ ვჩერდებით, მუდმივ რეჟიმში ვავითარებთ პლატფორმას Businesscourse.ge და ყველაზე მოთხოვნადი საკითხების შესახებ ვუზიარებთ ცოდნას ჩვენს აუდიტორიას“, - ამბობენ საქართველოს ბანკში.
ინფორმაციისთვის, კურსზე რეგისტრაცია უფასოა და მისი გავლა შესაძლებელია ონლაინ, ნებისმიერ დროს, სასურველი ადგილიდან. დარეგისტრირდით კურსზე „სარესტორნო ბიზნესის მართვა“ ან დაათვალიერეთ სხვა კურსები ვებგვერდზე www.businesscourse.ge.