სამართალი
არ დავინახო ვინმემ მითხრას, რომ ლევანის წინაშე ორი მკვლელი იყო - ლევან დადუნაშვილის დედა
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ ერთი არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის დედა დამოუკიდებელი ექსპერტის, მაია ნიკოლეიშვილის დასკვნას, რომელმაც მკვლელობის იარაღად მაკრატელები დაასახელა, კატეგორიულად არ ეთანხმება და ამბობს, რომ მაია ნიკოლეიშვილის მიერ გაჟღერებული ინფორმაციით შეურაცხყოფილია.
,,განსაკუთრებით აღმაშფოთა იმან, რომ დაასკვნა, თურმე მაკრატლითაა ჩემი შვილი მოკლული. როგორ შეიძლება იქ მაკრატელი ყოფილიყო გამოყენებული. ელემენტარულად თუ ხარ პროფესიონალი, ამას არ იტყვი და საუბარია ორი 16 წლის ბიჭის სიცოცხლეზე. რაღაც პასუხისმგებლობა უნდა გეკისრებოდეს. ქალია და დედაა. ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო რაც მაია ნიკოლეიშვილმა ილაპარაკა", - განაცხადა ნათია საყვარელიძემ.
მისივე თქმით, ვინაიდან ამ დრომდე დუმდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროკურატურასთან კითხვები არ აქვს.
"ჩემ შვილთან მიმართებაში ერთი დანა ფიგურირებს. მე რა ვერსიაც ვიცი, იმ ვერსიას როგორც კი არ დაემთხვევა პროკურატურის და დაცვის მხარის ვერსია, აი იქ მიფრთხილდეს ყველა. ჩემს შვილს არ გაეკაროს არავინ. ჩემთვის გგონიათ ადვილია აქ რომ ვზივარ 6 თვეა? გგონიათ პროკურატურასთან არ მაქვს კითხვები? მე პირველ რიგში პატივს ვცემ ჩემი შვილის ღირსებას. ჩემი 16 წლის ბიჭს მეტი ღირსება ჰქონდა, ვიდრე აქ, მასზე უფროსებს. არ დავინახო ვინმემ მითხრას, რომ ლევანის წინაშე ორი მკვლელი იყო. მე შეიძლება ისეთი ინფორმაციაც ვიცოდე, რაც პროკურატურამ არ იცის. ასეთი სადისტური მკვლელობა როგორ შეიძლება სხვას დავაბრალო?!", - განაცხადა მოკლული მოზარდის დედამ.
საკვანძო სიტყვები:
ირაკლი ღარიბაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა - საქართველოს პროკურატურა
12 იანვარი, 2026 , 16:26
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს
12 იანვარი, 2026 , 16:13
პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა
12 იანვარი, 2026 , 15:47
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
12 იანვარი, 2026 , 13:06
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 15 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
9 იანვარი, 2026 , 12:04
კახეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
9 იანვარი, 2026 , 11:03


