მსოფლიო
არ ეთამაშოთ ტრამპს - მაიკ პენსმა კიმ ჩენ ინი გააფრთხილა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა გააფრთხილა ჩრდილოეთკორეელი ლიდერი კიმ ჩენ ინი, არ ეთამაშოს ტრამპს, თუკი მათ შორის სინგაპურში 12 ივნისისთვის დაგეგმილი შეხვედრა შედგება.
როგორც პენსმა Fox News-სთან ინტერვიუში განაცხადა, თუ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ამას იზამს, ის „უდიდეს შეცდომას“ დაუშვებს.
პენსმა აღნიშნა, რომ არაა გამორიცხული, ტრამპმა უარი თქვა შეხვედრაზე.
„არა მგონია, პრეზიდენტი ტრამპი პიარზე ფიქრობდეს, ის ფიქრობს მშვიდობაზე“, -განაცხადა პენსმა.
ცნობისთვის, ოფიციალურმა ფხენიანმა მას შემდეგ დაიწყო საუბარი 12 ივნისისთვის დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლაზე, რაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა დენუკლერიზაციის პროცესში „ლიბიურ მოდელს“ მიჰყვეს.
2003 წელს ლიბიის მაშინდელი პრეზიდენტი მუამარ კადაფი დასავლეთს ბირთვული პროგრამის გაუქმებას დათანხმდა სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. 8 წლის შემდეგ პროდასავლურმა მეამბოხეებმა კადაფი მოკლეს.
ჩრდილოეთ კორეის უკმაყოფილება გამოიწვია აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივმა სამხედრო სწავლებამ სახელწოდებით „Max Thunder“. ამის გამო ფხენიანმა კიმ ჩენ ინისა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, მუნ ჯე ინის შეხვედრა გააუქმა, რომელიც 16 მაისს უნდა შემდგარიყო. კითხვის ნიშნის ქვეშაა, შედგება თუ არა სინგაპურში 12 ივნისისთვის დაგეგმილი მოლაპარაკება კიმ ჩენ ინსა და მის ამერიკელ კოლეგას დონალდ ტრამპს შორის.
აშშ-სა და სამხრეთ კორეის საერთო სწავლების გამო კიმ ჩენ ინმა ბოლო 2 წლის განმავლობაში პიურველად მოიწვია სამხედრო კომისია.
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

