უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

25 თებერვალი, 2025 17:02
font-size

არ წყდება სპეკულაციები, 106 წლის ქალბატონის გარდაცვალებასაც კი სტიქიას აწერენ - მამუკა მდინარაძე

არ წყდება სპეკულაციები, 106 წლის ქალბატონის გარდაცვალებასაც კი სტიქიას აწერენ - ამ ხალხს კიდე ზემოდან დაპანიკება უნდა?! ცოტა ხანი მაინც გაჩერდნენ, ისედაც რთული ვითარებაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულ პრობლემებზე საუბრისას განაცხადა.

„სახელმწიფო, შესაძლებლობის ზღვარს მიღმა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თითოეულ ადამიანთან და თითოეულ ოჯახთან მივიდეს და მას რაღაცნაირად შეუმსუბუქოს სტიქიისგან გამოწვეული პრობლემები. მაქსიმალური კეთდება. ჩართულია ყველა საქალაქო სამსახური. დასავლეთში, პრაქტიკულად, სახელმწიფო დაწესებულებებში ადამიანი არ არის, ყველა გასულია სოფლებში, ქალაქებში, მაქსიმალურად ეხმარებიან მოსახლეობას. ასევე, ჩართულია უკვე, პრემიერ-მინისტრის ბრძანების შესაბამისად, თავდაცვის ძალები. მათი დიდი ნაწილი უკვე ადგილზეა, ნაწილი მიემართება და თითოეულ ოჯახში შედიან, სადაც კი შესაძლებლობაა ამისი...

ძალიან ცუდია ისიც, რომ არ წყდება სპეკულაციები. ჩვენ გუშინ დაგვეღუპა ერთი ადამიანი, რომლის გარდაცვალებაც უშუალოდ სტიქიასთან იყო დაკავშირებული, თუმცა არა ერთ ადამიანთან დაკავშირებით ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ სტიქიის შედეგად იყო გამოწვეული [გარდაცვალება].

ერთი საოცრება შემიძლია გითხრათ აქვე - ლანჩხუთში, სოფელ ნინოშვილში, გარდაიცვალა 106 წლის ქალბატონი და ამაზე წერდნენ, რომ ექსტრემალური სიტუაცია იყო და ვერ მიუსწრეს და სტიქიის გამო გარდაიცვალა. წარმოიდგინეთ 106 წლის ქალბატონის გარდაცვალებასაც კი აწერდნენ სტიქიას. ამ ხალხს კიდე ზემოდან დაპანიკება უნდა?! ცოტა ხანი მაინც გაჩერდნენ, რომ ზედმეტი პანიკა არ შექმნან, ისედაც რთული ვითარებაა. სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რაც კი შეიძლება თეორიულად, და ესენი აპანიკებენ [ხალხს]. მავნებლობის ხარისხი წარმოიდგინეთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

საკვანძო სიტყვები:

ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა, საერთოდ, გუნდისთვის ტრაგედიაა - გია ვოლსკი

12 იანვარი, 2026 , 17:34

ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა, - ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას.  „ძალიან ძნელია. დიდი ხანია ეს პროცესი გრძელდება. ჩემი დამოკიდებ

როგორც ჩანს, ტრუსკავეცა მდინარაძეს მისცეს დავალება, რომ დღეს ღარიბაშვილის სავარაუდო დაკავება რაიმე სხვა ნიუსით გადაფაროს - მხოლოდ ამით შემიძლია, ავხსნა სუს-ის ეს მორიგი ბოდვა და მათი ფანტაზიის ნაყოფი - თინა ბოკუჩავა

12 იანვარი, 2026 , 16:19

დარწმუნებული ვარ, ლევან სანიკიძეს ექნება დიდი მომავალი ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ არა ტრუსკავეცა მდინარაძის ჭორებით, დღის წესრიგით და კალენდრით, არამედ თავისი ღირსეული გადაწყვეტილებებით, – ამის შესახებ „ნაციონ

ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, სიცრუეა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძე შეცვლის

12 იანვარი, 2026 , 14:47

ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძით ჩანაცვლების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ფავლენიშვილმა ა

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა დღეს არაპროფესიონალიზმის სიმბოლოა და სულ უფრო შორდება ევროპელი ხალხების ინტერესებს - შალვა პაპუაშვილი

12 იანვარი, 2026 , 14:26

თავიდანვე ცხადი იყო, რა შედეგამდე მივიდოდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, როდესაც მის უმაღლეს საგარეო წარმომადგენლად დაინიშნა პრემიერი, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრი, საერთაშორისო სამართლის დარღვევით, სხვა ქვეყანაში რა

როდესაც საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ არიან, მათ არ უწყდებათ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობის შესაძლებლობა - არჩილ გორდულაძე

9 იანვარი, 2026 , 13:04

როდესაც საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ არიან, მათ არ უწყდებათ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობის შესაძლებლობა - ჯანდაცვის სამინისტრო არ გადაურიცხავს რომელიმე კლინიკას კონკრეტულ თანხას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რო

უახლოეს დღეებში ჩვენი საჩივრით მივმართავთ BBC-ის შიდა მარეგულირებელ ინსტანციას - შალვა პაპუაშვილი

8 იანვარი, 2026 , 15:13

უახლოეს დღეებში ჩვენი საჩივრით მივმართავთ BBC-ის შიდა მარეგულირებელ ინსტანციას, -  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით,  პროცედურაა, რომ თავდაპირ