არქივი
პოლიტიკა
არ უნდა წამოვეგოთ იმ პროვოკაციებს, რომელიც რუსეთის პოლიტიკის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს - გიორგი მარგველაშვილი
რამდენადაც მძიმე არ უნდა იყოს, ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ რუსეთის პროვოკაციებს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოიების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს არჩეული აქვს რუსეთის მიმართ სტრატეგიული მოთმინება, რაც რამდენიმე კომპონენტს მოიცავს.
”რამდენადაც მძიმე არ უნდა იყოს ეს ჩვენთვის, ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ იმ პროვოკაციებს, რომელიც როგორც არაერთხელ აღმოჩნდა რუსეთის პოლიტიკის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს. პარალელურად უნდა გავზარდოთ და გავაღრმავოთ დემოკრატიული პროცესი ქვეყანაში, რათა არ შევაჩეროთ ქვეყნის ინტეგრაციული პროცესები ევროპასა და ნატო-ში.
საქართველომ აუცილებლად უნდა გააძლიეროს თავის შეიარაღებული ძალები და ამას ვახორციელებთ. ქართული შეიარაღებული ძალები ყოველ ეტაპზე წარმატებული რეფორმებისა და განვითარების შედეგად გადადიან უფრო მაღალ ხარისხზე, როგორც ჩვენს სტრატეგიულ მიზანთან ნატო-სთან თავსებადობის თვალსაზრისით, ასევე ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით”, -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საქართველოს შეიარაღებული ძალები მაღალი კვალიფიკაციით და მონდომებით მონაწილეობენ საერთაშორისო მისიებში.
”მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ ამ 25 წლის განმავლობაში, რაც საქართველო ან ჰიბრიდული ომის მეშვეობით, ან პირდაპირი აგრესიის მეშვეობით არის რუსეთის მხრიდან ოკუპირებული და დაზარალებული, ჩვენს ქვეყანას არ შეუმცირებია პასუხისმგებლობა როგორც საერთაშორისო მოთამაშეს.
ჩვენ ამას სიამაყით ვამბობთ, საქართველოს შეიარაღებული ძალები უაღრესად მაღალი კვალიფიკაციით და მონდომებით მონაწილეობენ საერთაშორისო მისიებში და დღეს საქართველო არის როგორც ნატო-ს მოკავშირე ქვეყანა როგორც ავღანეთში, ასევე არის ევროკავშირის პარტნიორი ქვეყანა აფრიკაში და ჩვენი ჯარისჯაცები ახორციელებენ თავიანთ მისიას”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

