უახლესი ამბები
- 22.11.2024 15:35დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით
- 22.11.2024 15:08პირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა
- 22.11.2024 14:52პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
არქივი
სამართალი
არ ვარ მე ცუდი იურისტი და არამგონია სასამართლოს გარეთაც მე ვერ ვიპოვო ჩემი ადგილი - ლევან მურუსიძე
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ახალი მდივანი და ოთხი მოსამართლე წევრი ეყოლება. მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის მიერ მიღებული გადაყწვეტილების შედეგად, მათი ვინაობა დღეს გახდება ცნობილი.
მოსამართლეთა როგგარეშე კონფერენცია უკვე მიმდინარეობს.
კონფერენციაზე თავდაპირველად კენჭი ეყრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრებისთვის: ლევან მურუსიძის, მერაბ გაბინაშვილის, თამარ ალანიასა და შოთა გეწაძისთვის და ასევე სადისციპლინო კოლეგიის წევრებისთვის, გიორგი ტყავაძისთვის, შორენა ყაველაშვილისა და შალვა კაკაურიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას.
ამის შემდეგ კი კონფერენციაზე 4 კანდიდატურა დასახელდება. კონფერენციის დღის წესრიგის მიხედვით, აქედან 2 ისეთი მოსამართლე უნდა დასახელდეს, რომელსაც უფლება ექნება საბჭოს წევრის თანამადებობასთან ერთად სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის, ან მოადგილის, ან სასამართლო კოლეგიის, ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავოს.
კონფერენციის დაწყებამდე საბჭოს ჯერ კიდევ მოქმედმა მდივანმა ლევან მურუსიძემ აღნიშნა, რომ მისთვის საინტერესოა ის ოთხი კანდიდატურა, რომელსაც აირჩევს მოსამართელეთა კონფერენცია.
ამასთან, მურუსიძემ აღნიშნა, რომ თუ საბჭოს ახალი შემადგენლობა მოსამართლედ მის უვადო გამწესებას მხარს არ დაუჭერს, ის არ დაიკარგება, რადგან, არც ისე ცუდი იურისტია. მისივე თქმით, ზოგადად, ამ პროცესს დრამატულად არ აღიქვამს.
„ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და ვიცნობ მათ შესაძლებლობებს. ისინი არიან ღირსეული ადამიანები. საინტერესო არის ის ოთხი ადამიანი ვისაც აირჩევს მოსამართლეთა კონფერენცია. სულ რვა ადამიანისგან იქნება არჩევანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის.
დამიჭერენ თუ არა მხარს, არ ვიცი. სიმართლე გითხრათ არ ვუყურებ ამას ძალიან დრამატულად. იმასაც გეტყვით, რომ არ ვარ მე ცუდი იურისტი და არამგონია, რომ სასამართლოს გარეთაც მე ვერ ვიპოვო ჩემი ადგილი და ჩემი გზა. ლევან მურუსიძე ყოველთვის მოქმედებდა სასამართლოს ინტერესებიდან გამომდინარე და მომავალშიც იმოქმედებს სასამართლოს ინტერესებიდან გამომდინარე“,- აღნიშნა მურუსიძემ.
მონიკა დავლიანიძე