უკან

სამართალი

21 ნოემბერი, 2024 10:01
font-size

საქართველოსა და საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს თანხას სძალავდნენ - სამართალდამცველებმა 5 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ხუთი პირი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანაშაული სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებულებმა შეიმუშავეს დანაშაულებრივი გეგმა, რომლის მიხედვითაც, ისინი ნდობაში შედიოდნენ საქართველოში და საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებთან, რომლებსაც ატყუებდნენ, რომ თითქოსდა იყვნენ იტალიაში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომერციული ბანკის თანამშრომლები და არწმუნებდნენ, რომ შესაბამისი ფულადი თანხის გადაცემის შემთხვევაში, ისინი მიიღებდნენ მაღალ საპროცენტო სარგებელს.

„გამოძიების მიმდინარე ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნული გზით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები, მოტყუებით დაეუფლნენ 40-ზე მეტი მოქალაქის კუთვნილ თანხას, ჯამში - 620 584 ლარის ოდენობით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო

20 ნოემბერი, 2024 , 15:55

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო - ინფორმაცია ამის შესახებ საკონსტიტუციოს ვებგვერდზე აიტვირთა.  პრეზიდენტის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი გუშინ, 19 ნოემბერს შევიდა. არ

რუსთავში ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

20 ნოემბერი, 2024 , 12:34

პროკურატურის ინფორმაციით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებ

აქციის დაშლისას პოლიციამ 16 ადამიანი დააკავა

19 ნოემბერი, 2024 , 12:55

ოფიციალური ინფორმაციით, აქციის დაშლისას პოლიციამ 16 ადამიანი დააკავა, მაათგან 3 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. დღეს, 19 ნოემბრის დილას პოლიციამ თსუ-ს 1-ელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია ძალის

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის სარჩელი შევიდა

19 ნოემბერი, 2024 , 12:09

პრეზიდენტის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით უკვე მიმართა. მიიღებს თუ არა სასამართლო სარჩელს წარმოებაში 3 დღეში გახდება ცნობილი. სასამართლოს შემჭიდროებული 30 დღიანი ვადა აქვს განხილვის დასა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქალაქო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით მიმართა

18 ნოემბერი, 2024 , 15:29

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქალაქო სასამართლოს ცესკოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით მიმართა. როგორც საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ასოცია

საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

15 ნოემბერი, 2024 , 11:00

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვის