უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

5 სექტემბერი, 2017 17:53
font-size

არ ვიზირებთ ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ გამოტანილ განაჩენს - ადამიანის უფლებათა სწავლების ცენტრი

ადამიანის უფლებათა სწავლების ცენტრი არ ეთანხმება ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს. ცენტრის მიერ ჩატარებული საქმის მონიტორინგით დადგინდა, რომ სასამართლო პროცესის დახურვის საბაბი არ არსებობდა. ორგანიზაციის შეფასებით, ამ გადაწყვეტილებამ უარყოფითად იმოქმედა საქმის გამჭვირვალობის ხარისხზე.

ცენტრის უკმაყოფილებას ასევე იწვევს ის ფაქტი, რომ ბრალდებამ ვერ წარადგინა მტკიცებულებები, რომ მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მოწამვლას გეგმავდა, დაუდასტურებელია ციანიდის შეძენის ფაქტი.

„მედიანიუსი“ ადამიანთა უფლებათა სწავლების ცენტრის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ადამიანის უფლებათა ცენტრი არ იზიარებს ე. წ. ციანიდის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, რომლის ძალითაც დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი უშუალოდ იყო ჩართული სასამართლო პროცესში და იცავდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ინტერესებს, რა გზითაც ორგანიზაციამ მიიღო სრული ინფორმაცია როგორც უშუალოდ საქმეში არსებული დარღვევების, ისე თვითონ სასამართლო პროცესის ხარვეზების შესახებ.

ე. წ. ციანიდის საქმის განხილვა სასამართლოში მთელი 6 თვის განმავლობაში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რისი აუცილებლობაც არ არსებობდა. სასამართლო სხდომების დახურვის დღიდან ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებდა სასამართლოს, გაეხსნა სასამართლო პროცესი და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში მომხდარიყო კონკრეტული სასამართლო სხდომის დახურვა.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ პროცესის დახურვით სასამართლომ ხელი შეუწყო მართლმსაჯულების გამჭვირვალობის ხარისხისა და სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის შემცირებას. მით უფრო, როცა საქმე ეხება რეზონანსულ საქმეს, რომლის მიმართაც საზოგადოების ინტერესი თავიდანვე დიდი იყო. ამიტომაც სასამართლო პროცესი ყველა დაინტერესებული მოქალაქისთვის უნდა ყოფილიყო ღია.

სისხლის სამართლის საქმეზე 6 თვის განმავლობაში სასამართლომ დაჩქარებულ რეჟიმში დაკითხა 120 მოწმემდე, გამოიკვლია მტკიცებულებების 10 ტომი, მოისმინა გამომძიებელთა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომელთა ჩვენებები, ასევე მოისმინა სრული აუდიო- და ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ საქმის მთავარი მოწმე - ირაკლი მამალაძე ახდენდა დეკანოზ გიორგი მამალაძის საუბრის პროვოცირებას. სასამართლომ ვერსად მოისმინა, რომ გიორგი მამალაძე გეგმავდა საპატრიარქოს მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის, ან საერთოდ ვინმეს მკვლელობას. სასამართლომ ვერ მოისმინა, თუ სად, ვისგან, როგორ შეიძინა ციანიდი დეკანოზმა იმ პირობებში, როცა საგამოძიებო ორგანოები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ მის ფარულ მიყურადებას.

სასამართლომ ვერ მოისმინა არგუმენტირებული პასუხები საგამოძიებო ორგანოებისგან, თუ რატომ არ არსებობს დეკანოზის ბარგის დათვალიერების, მისი ჩხრეკის დამადასტურებელი ვიდეომასალა, როცა არსებობს ნაკლებმნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებების ვიდეოჩანაწერები.

დღეს სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-18, 108-ე მუხლებით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მომზადებას. თუმცა, ბრალდების მიერ საქმეზე არსებული ანგარების მოტივი სასამართლომ ბრალდების მხარისგან არ გაიზიარა. ანგარების მოტივის გამორიცხვით ფაქტობრივად გამამართლებელი განაჩენის წინაპირობა შეიქმნა, მაგრამ სასამართლომ პროკურატურის ბრალდება გადააკვალიფიცირა და მკვლელობის მომზადების მოტივად საქმის მასალებით სრულიად დაუდასტურებელი შურისძიება მიუთითა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ ე. წ. ციანიდის საქმეზე დაირღვა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი; ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა გიორგი მამალაძის მიმართ უხეშად დაარღვიეს უდანაშაულობის პრეზუმფცია; პროკურატურის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილია დეკანოზის პირადი ცხოვრების ამსახველი, მაგრამ ბრალდებასთან კავშირში არმყოფი მასალები; ერთიანი სისხლის სამართლის საქმე გაყოფილია; დაუდასტურებელია ციანიდის შეძენის ფაქტი; დარღვეულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, დეკანოზ გიორგი მამალაძეს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

თავიდან მამალაძეს ბრალად ედებოდა დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მომზადება ( სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლი), რაც 16-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა მოსამართლემ ბრალდება გადაუკვალიფიცირა - მას უკვე მკვლელობის მომზადებისთვის (სსკ-ის 108-ე მუხლი) შეეფარდა 9-წლიანი პატიმრობა. დეკანოზი დამნაშავედ ცნეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში.

განაჩენის გამოცხადების პროცესს თავად მამალაძე არ დასწრებია.

ანა მებურიშვილი

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი - პროკურატურა

22 აპრილი, 2024 , 12:23

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 18 აპრილს, თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მოწყობისა და ორგანიზები

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 10:25

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, „მიმდინარე წლ

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი