მსოფლიო
არაა საჭირო დათვის კვალის ძებნა, როცა დათვი შენ წინაშე დგას! - რამზან კადიროვი ამინა ოკუევას მკვლელობაში რუსულ კვალს ვერ ხედავს
ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა კიევთან ჩეჩენი მებრძოლის, ამინა ოკუევას მკვლელობაში უკრაინული სპეცსამსახურები დაადანაშაულა. ამის შესახებ მან საკუთარ ტელეგრამ-არხზე დაწერა.
მან გამორიცხა რუსეთის მონაწილეობა ამ მკვლელობის ორგანიზებაში.
„არაა საჭირო დათვის კვალის ძებნა, როცა დათვი შენ წინაშე დგას! კიევში მშვენივრად იციან, რომ ნიკიფოროვა უმოწყალოდ ჩაცხრილეს თავიანთმა მშობლიურმა სპეცსამსახურებმა. ტარას ბულბას პერეფრაზი რომ გავაკეთო, შეიძლება ითქვას, ვინც შობა, იმან მოკლა“, - დაწერა კადიროვმა.
კადიროვის შეფასებით, ამ მანევრით უკრაინულმა სპეცსამსახურებმა გადაწყვიტეს არა ორი, არამედ სამი კურდღლის მოკვლა: ოკუევას მოშორება, დასავლეთის ყურადღების გადატანა ანტისახელმწიფო მიტინგებისგან და რუსეთის დადანაშაულება.
კადიროვის თქმით, ამინა ოკუევას არანაირი კავშირი არ ჰქონდა ჩეჩნეთთან და ჩეჩენ ხალხთან. მან ასევე უარყო ინფორმაცია, რომ უკრაინაში არსებობს ჩეჩნური ბატალიონები.
შეგახსენებთ, 30 ოქტომბრის საღამოს კიევის ოლქში, დასახლებულ პუნქტ გლევახასთან უცნობებმა ბატალიონ „კიევ-2“-ის მებრძოლი ამინა ოკუევა მოკლეს.
მანქანას, სადაც ის და მისი მეუღლე, ადამ ოსმაევი, ისხდნენ, ცეცხლი გაუხსნეს. ოსმაევი ფეხში დაჭრეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მან მომხდარში რუსული კვალი დაინახა.
უკრაინულმა პოლიციამ საქმესტან დაკავშირებით შეიმუშავა გეგმა „სირენა“. ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის სერგეი კნიაზევის ინფორმაციით, ჯერ ვერ დაადგინეს თავდასხმელთა ვინაობა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

