რეგიონები
არანაირი გადაწყვეტილება არ ღირს იმად, რომ აბიტურიენტების გარკვეული ნაწილი ააღელვო და ანერვიულო - მაია მიმინოშვილი ფოთში აბიტურიენტებს შეხვდა
ფოთის მეორე საჯარო სკოლაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი აბიტურიენტებს შეხვდა.
როგორც მიმინოშვილმა განაცხადა, ფოთში საგამოცდო ცენტრის გაუქმების გადაწყვეტილება მიღებული არაა და ამაზე მსჯელობენ.
„ბუნებრივია და ვაღიარებ, რომ ვფიქრობდით კონკრეტული საგამოცდო ცენტრების გაუქმებას და ამაში ლოგიკა არის, მაგრამ არ მეგონა, თუ ასეთ ემოციებს გამოიწვევდა აბიტურიენტებში. მაგალითად, სიღნაღში საგამოცდო ცენტრი გავაუქმეთ და არაფერი არ მოჰყოლია.
არანაირი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა გამართლებული იყოს ის, არ ღირს იმად, რომ აბიტურიენტების გარკვეული ნაწილი ააღელვო და ანერვიულო, იმ დროს, როცა ერთადერთი რაზეც მათ უნდა იფიქრონ, არის, მოემზადონ გამოცდებისთვის და მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები. ამიტომაც ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც უპირველეს ყოვლისა, აბიტურიენტებისთვის იქნება მისაღები“, - თქვა მიმინოშვილმა.
შეხვედრას პედაგოგები, საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გუშინ ფოთში, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებმა აქცია გამართეს. მათ ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის შესაძლო გაუქმება გააპროტესტეს.
საკვანძო სიტყვები:
ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა
13 ოქტომბერი, 2025 , 12:53
თოვლის და ლიპყინულის გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
13 ოქტომბერი, 2025 , 11:22
ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი
30 სექტემბერი, 2025 , 13:35
ალეკო ელისაშვილი და ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ინგა მაღრაძე დამეწყრილი სოფლებში ჩავიდნენ
18 სექტემბერი, 2025 , 17:59
გივი მიქანაძემ რაჭაში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა
16 სექტემბერი, 2025 , 11:51
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 109-ე კმ-ზე მეწყერის ჩამოწოლის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
10 სექტემბერი, 2025 , 10:55

