უახლესი ამბები
- 22.11.2024 15:35დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით
- 22.11.2024 15:08პირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა
- 22.11.2024 14:52პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
არქივი
პოლიტიკა
არასამთავრობო ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფცია“ საპრეზიდენტო არჩევნებზე გრიგოლ ვაშაძეს უჭერს მხარს
არასამთავრობო ორგანიზაციამ - „შეაჩერე კორუფცია“ საპრეზიდენტო არჩევნებზე „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს გამოუცხადა მხარდაჭერა. ორგანიზაცია ძირითადად თავისუფალი დემოკრატების ყოფილი წევრებითაა დაკომპლექტებული.
არასამთავრობოს დამფუძნებლის, ქეთევან ენუქიძის თქმით, ქვეყანა სტაგნაციის გზით მიდის და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. მათივე განცხადებით, სწორედ ქვეყანაში არსებული ვითარება გახდა ვაშაძისთვის მხარდაჭერის მიზეზი.
„ამ ხნის განმავლობაში, რაც საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, ჩვენ ვთანამშრომლობდით გაერთიანებულ ოპოზიციასთან, მაგრამ დღეს გადავწყვიტეთ, რომ ოფიციალურად გავერთიანდეთ ამ ორგანიზაციასთან, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენს საქმიანობას კვლავ გავაგრძელებთ. მოტივი და მიზეზი ჩვენი გადაწყვეტილების გახლავთ შემდეგი, ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა რაც ნებისმიერ ქვეყანას და ნებისმიერ დემოკრატიას შეიძლება ჰქონდეს, ეს არის ოკუპაცია და კორუფცია“, - განაცხადა ენუქიძემ.
გაერთიანების მნიშვნელობაზე ისაუბრა „ერთიანი ნაციონალური მოძრობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა. მისი თქმით, ქვეყანაში არსებული კრიმინალური მმართველობის დამარცხება მხოლოდ დიდი გაერთიანებით არის შესაძლებელი.
„ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი, როდესაც ახალი ჯგუფები ახალი არასამთავრობო ორგანიზაციები, პარტიების ყოფილი წევრები უერთდებიან გაერთიანებულ ოპოზიციას , რამეთუ მხოლოდ დიდი გაერთიანებით არის შესაძლებელი დიდი გამარჯვების მიღწევა. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში უნდა დავამთავროთ კორუფცია, უნდა დავამთავროთ ნეპოტიზმი, დავამთავროთ კრიმინალური მმართველობა. სწორედ ამიტომ ხდება აღნიშნული გაერთიანებები და დარწმუნებული ვარ , რომ გაერთიანებული ოპოზიცია და მისი კანდიდატი 28 ოქტომბერს გაიმარჯვებს და ამით გაიმარჯვებს მთლიანად საქართველო“, - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.