უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

26 აგვისტო, 2017 13:30
font-size

არასამთავრობო სექტორს მოვუწოდებ, ომბუდსმენივით ჩაერთონ სტარსბურგის მოსამართლეთა კანდიდატების შესარჩევ სხდომაში - თეა წულუკიანი

ამ წუთებში სტარსბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს.

როგორც იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კანდიდატებთან გასაუბრების დაწყებამდე განაცხადა, კომისია ითვალისწინებს ევროსაბჭოსგან 21 ივლისს მიღებულ წერილს. წულუკიანის ინფორმაციით, წერილი დღეს გასაჯაროვდება.

მინისტრის განმარტებით, წერილშია მითითებული ის კრიტერიუმები, რომელთა მიხედვით უნდა შეირჩნენ კანდიდატები. მათ შორისაა ასაკობრივი ცენზი - კანდიდატი 35 წელზე მეტის უნდა იყოს. გარდა ამისა, კანდიდატებისთვის აუცილებელია, მას ნამუშევარი ჰქონდეს ან მუშაობდეს უმაღლეს საკონსტიტუციო ინსტანციაში. თუკი კანდიდატი სამართალმცოდნეა, მას მოეთხოვება სამეცნიერო ან პედაგოგიური გამოცდილება.

„დღევანდელი გასაუბრებისას ვითვალისწინებთ 2017 წლის 21 ივლისის წერილს, რომელიც ჩვენმა კომისიამ ევროსაბჭოდან მიიღო. ეს წერილი მედიისა და საზოგადოებისთვის დღეს გასაჯაროვდება, სადაც პირდაპირ არის მითითებული საქართველოსთვის ის დამატებითი კრიტერიუმები, რომლითაც დღეს ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ. კერძოდ, მითითებულია, რომ აუცილებელია კანდიდატი იყოს უფრო მეტი ასაკის, ვიდრე 35 წელია. აუცილებელია, რომ თუკი მოსამართლე კანდიდატია, მას ნამუშევარი ჰქონდეს, ან ამჟამად მუშაობდეს უმაღლეს საკონსტიტუციო ინსტანციაში. თუკი ეს სამართალმცოდნეა და არა მოსამართლე კანდიდატი, მას მნიშვნელოვანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს როგორც პედაგოგს, პროფესორს, ან მეცნიერს. ეს ყველაფერი ამ წერილიდან ცალსახად გამოსჭვივის. კომისიის მუშაობის შედეგებს დღის ბოლოს ყველანი ერთად შევაფასებთ და შევაჯერებთ“, - განაცხადა მინისტრმა.

წულუკიანის განმარტებით, ევროსაბჭოს მოთხოვნებიდან გამომდინარე ერთ-ერთი არჩეული კანდიდატი ქალი უნდა იყოს.

„დღეს მეორე და მესამე კანდიდატი უნდა შევარჩიოთ, საიდანაც ორივე უნდა იყოს ქალი კანდიდატი, ან ერთ-ერთი მაინც. ასეთია მოთხოვნა“, - განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრმა ასევე მიმართა არასამთავრობო სექტორს, რომელმაც სხდომაში მონაწილეობაზე უარი თქვა. წულუკიანის თქმით, მათ კიდევ აქვთ დრო, შეუერთდნენ კომისიას.

„ყველანი - მეც და სხვებიც იმაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ ჩვენ სამპირიან სიაში ისეთი კანდიდატები ვერ გვეყოლება, რომლებიც ყველას მოგვწონს. ყველა კანდიდატის მიმართ გარკვეული საწინააღმდეგო მოსაზრებები გამოთქმული ყოველთვის იქნება. ჩემი მხრიდან და კომისიის სხვა წევრების მხრიდან მნიშვნელოვანია ის, რომ არასამთავრობო სექტორიდან კოალიციას აქვს, ჰქონდა და ექნება შესაძლებლობა, იყოს პროცესებში ჩართული. თუ ისინი ამ უფლებას არ გამოიყენებენ, ეს მათი გადასაწყვეტია. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ევროსაბჭოს 40-ზე მეტ ქვეყანაში ალბათ სამი-ოთხი ქვეყანა თუ მოიძებნება საქართველოს დარად, სადაც არასამთავრობო სექტორს ასეთი უფლებები და შესაძლებლობები აქვს მიცემული. ჯერ დღის დასაწყისია და მათ მოვუწოდებ, რომ ამ პროცესში მონაწილეობა ბოლომდე მიიღონ, როგორც ამას ომბუდსმენი აკეთებს. თუკი რაიმე საკრიტიკო იქნება, მონაწილეობის პროცესში გამოთქვას და არა ბოიკოტის რეჟიმში, რომელიც ალბათ, მაინც და მაინც სერიოზულად არ გამოიყურება. რაც შეეხებათ ადვოკატებს, მიხარია, რომ ისინი დღეს წარმოდგენილნი არიან, ამ პროცესში მონაწილეობენ. ჩვენთან საადვოკატო ფირმების გაერთიანებაა, რომელსაც წარმოადგენს პატივსაცემი ადვოკატი ზვიად კორძაძე“,- განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა, რომელმაც მოუწოდა სახალხო დამცველს, უარი ეთქვა მონაწილეობაზე. ხატიაშვილის ინფრომაციით, სხდომას არ დაესწრება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმდჯომარე ანა ნაცვლიშვილი. გარდა ამისა „კოალიცია დამოუკიდებლი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციებიც გაემიჯნენ დღევანდელ სხდომას.

ანა მებურიშვილი

დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე

22 ოქტომბერი, 2025 , 22:20

ადმინისტრაციული წესით დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა გზის უკანონოდ გადაკეტვის მცდელობაში, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. რაც შეეხება ახალგაზრდა ქალს, რომელიც პოლიციის ავტომა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი

22 ოქტომბერი, 2025 , 19:30

სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა. ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ განაცხად ანტიკორუფციული საა

პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა

22 ოქტომბერი, 2025 , 17:39

პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა. გამოძიების ინფორმაცი

დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს

22 ოქტომბერი, 2025 , 11:39

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს, - ა

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით აჭარაში თურქეთის მოქალაქე დააკავა

22 ოქტომბერი, 2025 , 11:06

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა

18-19 ოქტომბრის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის14 პირია დაკავებული - შსს

21 ოქტომბერი, 2025 , 18:37

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18-19 ოქტომბრის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისთვის, 14 პირია დაკავებული. დაკავებულთაგან ერთ-ერთი გადაყვან