მსოფლიო
არასარფიანი გარიგება - დონალდ ტრამპი დიდ ბრიტანეთში ვიზიტი გააუქმა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდ ბრიტანეთში თებერვლის ბოლოს დაგეგმილ საქმიან ვიზიტზე უარი თქვა. როგორც მან ტვიტერზე განმარტა, ამის მიზეზი გახდა ობამას ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ლონდონში მდებარე აშშ-ის საელჩოსთან დაკავშირებით.
„მიზეზი, რატომაც გავაუქმე ჩემი ვიზიტი ლონდონში, ისაა, რომ არ ვუჭერ მხარს ობამას ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, რომელმაც კაპიკებზე გაყიდა, შესაძლოა, ერთ-ერთი საუკეთესო საელჩო ლონდონში მხოლოდ იმისათვის, რომ ახალი ააშენოს შორეულ რაიონში 1.2 მილიარდ დოლარად. არასარფიანი გარიგებაა. მათ სურდათ, ლენტი გამეჭრა. არ ვაპირებ“, -დაწერა ტრამპმა.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, თუკი ტრამპი არ ჩავა ბრიტანეთში, საელჩოს შენობის გახსნანს დაესწრება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

