უახლესი ამბები
- 22.11.2024 15:35დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით
- 22.11.2024 15:08პირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა
- 22.11.2024 14:52პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
არქივი
პოლიტიკა
არავითარ რევოლუციას, არეულობას, დაპირისპირებას არ ვაპირებთ - გრიგოლ ვაშაძე
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ოპოზიცია არავითარ არეულობას არ გეგმავს.
„არავითარ რევოლუციას, არეულობას, დაპირისპირებას არ ვაპირებთ. ვაპირებთ იმის გაკეთებას, რის უფლებასაც გვაძლევს კონსტიტუცია და საქართველოს კანონმდებლობა იმიტომ, რომ ჯერჯერობით, რისი გაუქმებაც ვერ მოასწრო ივანიშვილმა ამ ქვეყანაში, ეს არის შეკრებისა და სიტყვის თავისუფლება. ასე რომ, სრული კონსტიტუციური უფლება გვაქვს, შევიკრიბოთ იქ, სადაც საჭიროდ ვთვლით.
რაც შეეხება იმ ადამიანს, საკუთარ თავს პრემიერ-მინისტრს რომ ეძახის, ჯობია, საქართველოს მოქალაქის ეკონომიკურ მდგომარეობას მიხედოს, ლარის ვარდნა შეაჩეროს და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა უზრუნველყოს ისე, რომ სიღარიბეში არ ჩაიხსოს ეს ქვეყანა და საერთოდ არ დაიცალოს მოსახლეობისგან“, - განაცხადა ვაშაზემ.
გუშინ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს. ამის შესახებ ვაშაძემ ფილარმონიაში გამართულ შეხვედრაზე თქვა.
ოპოზიციამ ასევე დააანონსა აქცია, რომელიც კვირას 15:00 საათზე რუსთაველის გამზირზე უნდა ჩატარდეს. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება პროპორციული ან პროპორციულ-რეგიონული პრინციპით.