უახლესი ამბები
- 22.11.2024 15:35დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით
- 22.11.2024 15:08პირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა
- 22.11.2024 14:52პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
არქივი
პოლიტიკა
არავითარი ეიფორია, არავითარი წინასწარი ზეიმი, ჩვენ წინ გვაქვს მეორე ტური, რომელსაც აუცილებლად მოვიგებთ - გრიგოლ ვაშაძე
გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ საპრეზიდენტო არჩევნების კომენტირებისას მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის.
ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილმა ვერ გაიმარჯვა პირველივე ტურში.
მან ამომრჩეველს მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდა.
„ღირსების არჩევნები შედგა. და ტონობით ფულის მიუხედავად, რომელიც დახარჯა ე.წ. ხელისუფლებამ, მიუხედავად გაყალბებისა, მიუხედავად ყველა ტრიუკებისა და მცდელობისა, რომ თავისი კანდიდატისთვის, არარსებული კანდიდატისთვის დაეწერათ გამარჯვება, მათ ეს არ გამოუვიდათ.
ჩვენ პარალელურად ვითვლით ოქმებს, ჯერ არაფერი დამთავრებული არაა, მალე გამოვაქვეყნებთ ჩვენს ციფრებს. ამაზე ბატონი ვაშაძე ისაუბრებს.
რაც შეეხება თქვენს მონა-მორჩილს,მაქვს თხოვნა, არავითარი ეიფორია, არავითარი წინასწარი ზეიმი, ჩვენ წინ გვაქვს მეორე ტური, რომელსაც აუცილებლად მოვიგებთ და საქართველოში დაიწყება ხელისუფლების ცვლა. ეს უკვე გარდაუვალია. ღირსების არჩევნებში საქართველოს მოქალაქემ უკვე თავისი მტკიცე პოზიცია გამოხატა. და ძალიან დიდი მადლობა ყველას, აბსოლუტურად სუყველას“, - განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძემ ასევე მადლობა გადაუხადა "ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატს, დავით ბაქრაძეს მხარდაჭერის გამოცხადებისთვის.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მმართველი პარტიის მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა 615 403 ხმა მიიღო, რაც 38,63%-ია, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 601 175 ხმა - 37,74%. აღნიშნული მონაცემები იმას ნიშნავს, რომ გაიმართება არჩევნების მეორე ტური.