არქივი
პოლიტიკა
არჩევნებია ყველაფრის მაჩვენებელი - დავით სერგეენკო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ NDI-ის კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა, რომ წინასაარჩევნო სოციოლოგიურ კვლევებსა და არჩევნების შედეგებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება შეინიშნება.
„არაფერი პირადული NDI-ის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელთან, არავითარი პრეტენზია NDI-ს ინსტიტუციასთან არ მაქვს, მაგრამ მთელი ამ 6 წლის განმავლობაში, რაც მე პოლიტიკაში მომიწია ყოფნა, მნიშვნელოვანი განსხვავებებია ხოლმე წინასაარჩევნო სოციოლოგიურ კვლევებსა და არჩევნების შედეგებს შორის. ასე, რომ მე უბრალოდ არ მაქვს პასუხი გარდა იმისა, რომ არჩევნებია ყველაფრის მაჩვენებელი“, - განაცხადა სერგეენკომ.
NDI-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარებულიყო, გამოკითხულთა 15% არცერთ კანდიდატს არ მისცემდა ხმას, 12% - „ქართული ოცნების“ კანდიდატს, 10% -„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, 6% - გიორგი მარგველაშვილს, 6% - დავით ბაქრაძეს, 4%- შალვა ნათელაშვილს, 7%- სხვა კანდიდატებს.
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

