უკან

პოლიტიკა

28 მარტი, 2018 16:50
font-size

არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე რუსეთისა და ცხინვალის წარმომადგენლებისგან სრულიად აბსურდული განცხადებები მოვისმინეთ - დავით დონდუა

ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებმა დახურულ კარს მიღმა ძალის არგამოყენების შესახებ ერთობლივ განცხადებაზე იმსჯელეს. როგორც ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა პროვოკაციული განცხადებები გააკეთეს, რაც დისკუსიის ჩაშლისკენ იყო მიმართული.

„რუსეთის და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა შეთანხმებულად გააკეთეს ისეთი პროვოკაციული განცხადებები, რაც აშკარად მიანიშნებს იმას, რომ ისინი არ არიან მზად, წამოვიდნენ კონსტრუქციულ დიალოგზე და შეგნებულად აპირებენ ამ მოლაპარაკებების არასწორი მიმართულებით წაყვანას და საბოლოოდ ჩაშლას. თუმცა საბოლოოზე ჯერ ნუ ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ მთავარი განხილვები იქნება ნაშუადღევს, მაგრამ ის, რაც მოხდა დღისით, უკვე მიანიშნებს, იმაზე, რომ თუ ვინმე იყო კუთხეში მომწყვდეული, ეს არა ჩვენ არამედ რუსეთის იყო“, -თქვა დონდუამ.

რაც შეეხება არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხს, დონდუას თქმით, რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებისგან მან აბსურდული განცხადებები მოისმინა.

„მთავარი აქცენტი გავაკეთეთ ტატუნაშვილის საქმეზე, რაზეც სამწუხაროდ, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო, ვერაფერი შინაარსიანი ვერ მოვისმინეთ და ვერ გავიგეთ ვერც რუსეთის, ვერც ცხინვალის წარმომადგენლებისაგან. ცხინვალის წარმომადგენლებმა იგივე განცხადება წაიკითხეს, რასაც თავის დროზე აკეთებდნენ, სრულიად აბსურდულს. ჩვენ ვამტკიცებთ იმას, რომ მოხდა მკვლელობა, მოხდა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა, რომელიც იყო უკანონოდ დაკავებული. ახლა ჩვენთან მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც უნდა დასრულდეს და არავინ ხელი არ უნდა შეუშალოს მის დასრულებას, მაგრამ ერთი ფაქტია, რომ ადამიანი არის ნაწამები და ახლა უნდა მოხდეს ამის გამოძიება და ის ვინც არის დამნაშავე, ის უნდა წარდგეს სასამართლოს წინაშე,“ - განაცხადა დონდუამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციამ უნდა აიღოს.

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება

19 ნოემბერი, 2025 , 12:23

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის გადადებასთან დაკავშირებით კომენტარს ავრცელებს. როგორც უწყება აღნიშნავს, 2025 წლის 21 ნოემბერს ბრიუსელ

გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი

19 ნოემბერი, 2025 , 12:17

სიმართლის პატივისცემისა და კრიტიკისადმი გახსნილობის გარეშე არანაირი „ევროპა“ არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, ბრიუსელი დიალოგს გაუ

ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი

18 ნოემბერი, 2025 , 16:31

ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია. როგორ შეიძლება, ანტიევროპული დაარქვა იმას, რასაც საქართველო აკეთებს და ეს საქმე აისახება საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებში, – ამ

საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი

18 ნოემბერი, 2025 , 16:24

ფორუმის მიზანი თუ ევროკავშირის გაფართოებაა, მაშინ რატომ არ უნდა იყოს მიწვეული ქვეყანა, რომელიც რეფორმების გატარების და საუკეთესო პრინციპების დანერგვის ერთ-ერთი ფლაგმანია? ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი ახსნა აქვს – მიკერ

რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა

18 ნოემბერი, 2025 , 16:10

რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს. რასაც ახლა ვხედავთ, იმავე მოვლენების განვითარებაა, რაც წლების წინ ბელარუსში ვნახეთ, ეს ძალიან საშიშია, - ამის შესახე

სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე

18 ნოემბერი, 2025 , 12:08

პოდოლიაკი საუბრობდა იმაზე, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს, ის ითხოვდა კონკრეტულად მეორე ფრონტის გახსნას - როდესაც ასეთი ადამიანები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვე