უკან
უახლესი ამბები
არქივი
კომენტარი
25 აპრილი, 2017 14:45
არსებობს რესურსი, საკითხი ,,ყაზტრანსგაზთან’’ მოლაპარაკებით დასრულდეს - ირაკლი ხმალაძე
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, „ყაზტრანსგაზთან“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
"არსებობს რესურსი, რომ საკითხი მოლაპარაკებით დასრულდეს და არ მოგვიწიოს არბიტრაჟში წასვლა. მათ მიერ დაყენებულ საკითხებს აქვს არგუმენტირებული პასუხები და დავის შემთხვევაშიც კი არ ველოდებით ნეგატიურ შედეგებს. ხელისუფლებას ჰქონდა პოზიცია ყაზახური მხარე დაბრუნებულიყო „ყაზტრანსგაზის“ მართვაში, თუმცა ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ მოხერხდა“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
ყაზახი ინვესტორები საქართველოს მთავრობას საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივიან. სარჩელის თანხა 180 მილიონი დოლარია.
ნინო ექვთიმიშვილი