უახლესი ამბები
- 14.12.2024 12:08ერთი წლის წინ, ამ დღეს, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, მმართველი ერთი ადამიანი/ერთი პარტია ამ შესანიშნავ შესაძლებლობას ანადგურებს - პრეზიდენტი
- 14.12.2024 11:56მიხეილ ყაველაშვილს თავის დროზე მთელი საქართველო ვგულშემატკივრობდით, დღეს ასე არ არის, მაგრამ დიდი უმრავლესობა გულშემატკივრობს - მამუკა მდინარაძე
- 14.12.2024 11:46მიწვეული ვიყავი პრეზიდენტ ტრამპის რეზიდენციაში ვახშამზე, რომელსაც ესწრებოდა თვითონ, მისი ადმინისტრაცია; გამახარა მათმა შეფასებამ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე - პაატა ბურჭულაძე
- 14.12.2024 11:27„ყაველ, ჩამოდი, ბურთი გვეთამაშე“ - აქციის მონაწილეები პარლამენტთან ბურთს თამაშობენ
- 14.12.2024 09:28საქართველოს პრეზიდენტი რუსთაველის გამზირზე მივიდა
- 14.12.2024 09:04საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს
- 14.12.2024 08:26პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები იკრიბებიან
არქივი
კომენტარი
ბრძანებს მე გავცემ მარტო გაზზე კი არა, ყველაფერზე, წყლის ჭავლზეც - ვახტანგ გომელაური
ბრძანებს მე გავცემ მარტო გაზზე კი არა, ყველაფერზე, წყლის ჭავლზეც, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ბრძანება შეიცვალა 2021 წელს და გამოვიყენეთ ევროპული ქვეყნების პრაქტიკა, გერმანიის, საფრანგეთის და ა.შ. მისი გამოყენება სპეცდანიშნულების რაზმს არ შეუძლია იმ შემთხევვაში, თუ არიან ბავშვები, არასრულწლოვნები, ფეხმძიმე ქალები. შეტევისა და შტურმის დროს კი, შესაძლებელია, გამოიყენო გაზიც, წყალიც და სხვა სპეცსაშუალებებიც. ევროპაში აქციის დასაშლელად იყენებენ საპოლიციო ძაღლებსაც. ადამიანებს ცოცხლად წვავდნენ, პოლიციელებს თავები დაუტეხეს და ეგ შეიძლება?“, – ამბობს ვახტანგ გომელაური.
მისივე თქმით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“), რომელიც აშშ-ის მიერ სანქცირებულია, „არსად იმალება“.
„რაც შეეხება სანქციების საკითხს, ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე აღმოიფხვრება ეს თემა და სანქციები არჩევნების შემდეგ მოიხსნება. ნამდვილად გაუგებარია, რატომ უნდა დასანქცირდნენ. მაშინ ბრძანება ვინ გასცა? ბრძანებს მე გავცემ მარტო გაზზე კი არა, ყველაფერზე, წყლის ჭავლზეც, არავითარი ჭელიძე, არავითარი ხარაზიშვილი“, - განაცხადა გომელაურმა.