უახლესი ამბები
არქივი
კომენტარი
არცერთ ბიზნესს აქვს თავისუფლება, შეწირულობა პოლიტიკური საქმიანობისთვის გასცეს მისი შეხედულებიდან გამომდინარე - სალომე სამადაშვილი
ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, რეალურად არცერთ ბიზნესს არ აქვს თავისუფლება, შეწირულობა პოლიტიკური საქმიანობისთვის გასცეს მისი შეხედულებიდან გამომდინარე, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა შემოწირულობების შესახებ თემის კომენტირებისას.
მისი თქმით, არ არსებობს თავისუფალი გარემო პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების თვალსაზრისით.
„ჩვენ ვიცით, რომ რეალურად მათზე ხორციელდება წნეხი იმისთვის, რომ დააფინანსოს სწორედ სახელისუფლებო პარტია და სამწუხაროდ, ეს სრულიად არათანაბარ ვითარებაში აყენებს ოპოზიციურ პარტიებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის მოცემულობები, რაც არსებობს დაფინანსებასთან დაკავშირებით, სწორედ ამის ძალიან ნათელი მაგალითია, რომ დღეს ქვეყანაში არ არსებობს თავისუფალი გარემო, მათ შორის, არ არსებობს თავისუფალი გარემო პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების თვალსაზრისით“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი