უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

7 ოქტომბერი, 2025 16:07
font-size

არცერთი ნაბიჯი არ გადამიდგამს კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებს მიღმა - პაატა მანჯგალაძე

არცერთი ნაბიჯი არ გადამიდგამს კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებს მიღმა, - ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა, პაატა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძემ სასამართლოს უთხრა, რომ ძალაუფლება უზურპირებულია და ცვლილება გარდაუვალი.

მისი თქმით, პაატა ბურჭულაძესთან გადაღებული ფოტო "ორგანიზებული ჯგუფის" იარლიყს ვერ მიაწებებს ვერცერთ დაკავებულს - "სურათი ვისაც აქვს ბატონ პაატასთან გადაღებული, ყველას თუ დაიჭერთ..."

"ხშირადაა ისტორია დამარცხებული გმირების ისტორია, მაგრამ არავინ გაბედოს ამ ადამიანებზე მოღალატეების წოდება", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

“მადლობა იმ ადამიანებს, ვინც გვერდში გვიდგას. არცერთ ნაწილში არ ვეთანხმები ბრალს. მე კონსტიტუციონალისტი ვარ, ვიცი რა ფარგლებში ვმოქმედებდი და ვმოქმედებ. ძალაუფლება არის უზურპირებული და აუცილებელია მშვიდობიანი ცვლილება. ამაზე მეტი არაფერი მითქვამს და არ ვამბობ.

ეს ადამიანები, ვინც გადაწყვეტილებას იღებს, ზოგთან ერთად ვსწავლობდი, ზოგთან ერთად პარლამენტში ვიჯექი. ძალიან კარგად მიცნობენ. გარდა მშვიდობიანობისა, სხვა მიზანი არ მქონია. მე არასდროს ვყოფილვარ ადამიანი, რომელიც სადღაც იმალება და ჩირგვებში მირბის. არცერთი ნაბიჯი არ გადამიდგამს კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებს მიღმა. არავინ დაიჯერებს იმას, რასაც ამბობენ, ვინც გვიცნობს. ვინც არ გვიცნობს, ვეტყვი, არცერთი ადამიანი არ გამოსულა პირადი და თანამდებობრივი მიზნებით.

გგონიათ არ ვიცოდით, რომ პატარა გოგო-ბიჭები, დროშა შემოხვეულები რომ მოდიან, სპეცრაზმს ვერ მოერევიან? სურათის გადაღების გარდა, ერთმანეთთან არაფერი გვაკავშირებდა, ორგანიზებული ჯგუფიო. სურათი ვისაც აქვს ბატონ პაატასთან გადაღებული, ყველას თუ დაიჭერთ…

ხშირადაა ისტორია დამარცხებული გმირების ისტორია. მაგრამ არავინ გაბედოს ამ ადამიანებზე მოღალატეების წოდება. გაიგოს ჩვენმა ხალხმა სიმართლის ხმა. „ქართულ ოცნებას“ აქვს ყველაფრის უფლება. სხვას არავის არაფრის. ჩვენ რატომ ვმარცხდებით? ქრისტიანულ საწყისებზე გაზრდილი. ჩვენ ზიზღი არ გვმართავს. მოწინააღმდეგე ყველაფერზე წამსვლელია. ჩვენი მოტივაცია არ არის განადგურება. მოტივაცია არის, ძალაუფლება დაუბრუნდეს ხალხს, ვისაც ეკუთვნის. კონსტიტუცია ხალხით იწყება. აქციაზე ათი ათასობით მოქალაქე იყო. არ აქვთ უფლება, რომ ქუჩაში გამოვიდნენ და ამ ქვეყნის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში იღებდნენ მონაწილეობას? ამოჭრით ამ ხალხს?

გგონიათ ვინმე ლიდერმა გამოიყვანა ეს ხალხი? სამშობლოს სიყვარულმა გამოიყვანა.

ყოველთვის ვამბობ და ვიმეორებ, მხარს ვუჭერ აქციას, არ ვარ ორგანიზატორი. არავინ გაურბის პასუხისმგებლობას, არავინ არსად გავრბივართ”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს პროკურატურამ ბრალდება 6 ოქტომბერს წარუდგინა.

ბურჭულაძეს, ზოდელავასა და ნადირაძეს ბრალად ედებათ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობა ჯგუფურად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მოწოდება კონსტიტუციური წყობილების შეცვლისკენ.

პაატა მანჯგალაძეს ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხოლო ლაშა ბერიძეს - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობა ჯგუფურად და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება.

წყარო

საკვანძო სიტყვები:

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს

18 ნოემბერი, 2025 , 11:55

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 146 შეკვრად დაფასოებული, 35 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღეს, რომლის საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 3 მლნ ლარს შეადგენს. განსაკ

საია-მ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გააგზავნა

17 ნოემბერი, 2025 , 12:53

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გაა

მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი

14 ნოემბერი, 2025 , 16:09

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა. ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა“ – ამის შესახებ  ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია

14 ნოემბერი, 2025 , 12:29

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია. როგორც მან დღეს უწყებაში გამართულ ბრიფ

20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა

13 ნოემბერი, 2025 , 22:08

20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამოაცხადა.  გახარიას მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენე

არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

13 ნოემბერი, 2025 , 19:51

ფოთის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს