უახლესი ამბები
- 24.04.2024 18:09Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
- 24.04.2024 15:01სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
- 24.04.2024 14:53სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი
- 24.04.2024 14:41დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“
- 24.04.2024 14:16იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს
- 24.04.2024 13:01საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება
- 24.04.2024 12:38მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`
- 24.04.2024 11:57ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამაზე რეგისტრაცია განახლებული პირობებით დღეს დაიწყება
- 24.04.2024 11:30შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- 24.04.2024 11:19პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს
არქივი
მსოფლიო
ასე აკეთებდნენ ვლადიმერ პუტინი და ასლან აბაშიძე - მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტი ფარულ თვალთვალში დაადანაშაულა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ექს-გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, მის ფარულ თვალთვალს აპირებდნენ. ამის შესახებ მან ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ჩატარებული პირდაპირი ეთერის დროს განაცხადა.
სააკაშვილის მონაყოლის თანახმად, მისმა მცველმა არ შეუშვა ოდესის ყოფილი გუბერნატორის სასტუმრო ნომერში ჩემოდნიანი უცნობი პირები. შემდგომ ისინი გადაინაცვლნენ სააკაშვილის ნომრის ერთი სართულით ქვემოთ მდებარე ოთახში. როგორც პოლიტიკოსმა თქვა, მისი ხალხი აედევნა ჩემოდნიან პირებს და შევიდა იმ ოთახში, სადაც უცნობები იმყოფებოდნენ, სადაც აღმოაჩინეს სათვალთავალო და მოსასმენი აპარატურა.
სააკაშვილის შეფასებით, უცნობი პირები უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იყვნენ. მან თვალთვალში უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო დაადანაშაულა.
„იმ დროს, როდესაც მტერმა აღმოსავლეთი საზღვარი გაარღვია, იმ დროს, როდესაც უკრაინაში ჯაშუშები დარბიან, მაშინ, როცა მედვედჩუკი -პოროშენკოს მთავარი ბიზნესპარტნიორი გახდა და ყოველდღიურად უკრაინელ მძღოლებსა და ავტოგაზზე ფულს აკეთებს, მაშინ, როცა მათ ყველაფერი თავზე ენგრევათ, ის დაკავებულია ჩემი პირადი ცხოვრების ჩაწერით სასტუმროს ნომრებში.
პეტრო ალექსეევის ძევ! უქმეებზე სხვა საქმე არ გაქვთ? გინდათ, ნახოთ, სააკაშვილი ტუალეტში როგორ დადის? თქვენი ცხოვრება არ გყოფნით? გინდათ, დაკავდეთ ჩემი პირადი ცხოვრებით? სექსუალური ისტორიებით? ნანახი მაქვს ასეთი ადამიანები. პუტინი აკეთებდა ამას. გვყავდა ჩვენ ასლან აბაშიძე საქართველოში, ისიც ამას აკეთებდა. არ გრცხვენიათ? “, - მიმართა სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს.
„ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა ურჩია პეტრო პოროშენკოს, უკრაინელ ხალხს დაელაპარაკოს. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ კომპრომატებით მის შეჩერებას ვერ მოახერხებენ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში 10 სექტემბერს დაბრუნდა, ხოლო 13 სექტემბრიდან პოლიტიკური ტურნე დაიწყო ქვეყნის გარშემო.
ანა მებურიშვილი