მსოფლიო
აშშ არალეგალებთან საბრძოლველად მზადაა, დაკავებისას მიგრანტები შვილებს დააშორონ
აშშ არალეგალების მიმართ მიდგომას ამკაცრებს. ქვეყნის გენერალური პროკურორის ჯეფ სეშნსის განცხადებით, მექსიკის საზღვარზე უკანონო გადაკვეთასთან საბრძოლველად აშშ მზადაა, დააშოროს მშობლები შვილებს და არ მოათავსონ ისინი ერთად დაკავების ცენტრებში.
სეშნსმა განაცხადა, რომ არალეგალების მიმართ „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა ამოქმედდება.
„ჩვენ ვებრძვით არალეგალი უცხოელების მასობრივ შემოსევას ჩვენს სამხრეთ-დასავლეთ საზღვარზე. მაგრამ არ ვაპირებთ ამის მოთმენას“, -თქვა გენერალურმა პროკურორმა.
თუკი ადრე არალეგალებს მექსიკაში აბრუნებდნენ, ახალი პოლიტიკა ითვალისწინებს ყველა არალეგალის დაკავებას. დაკავებულ სრულწლოვან ხალხს პირდაპირ გადაიყვანენ ფედერალურ სასამართლოში, ხოლო ბავშვებს - ლტოლვილთა განსახლების ჯანმრთელობისა და ადამიანურ მომსახურებათა ოფისის დეპარტამენტში.
ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, 2017 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული მშობლებს 700 ბავშვი დააშორეს.
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

