უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

15 მარტი, 2018 12:35
font-size

აშშ ბრიტანეთს მხარდაჭერას უცხადებს

„რესპუბლიკელი“ სენატორი ჯონ მაკკეინი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარ მოკავშირეს გვერდით უნდა დაუდგეს.

მაკკეინის თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ შემზარავი დანაშაულისთვის პასუხი უნდა აგოს.

„პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის გადაწყვეტილება, პასუხი აგებინოს პუტინს სოლსბერიში ქიმიური იარაღით თავდასხმაზე, მნიშვნელოვანია“, –წერს ჯონ მაკკეინი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა ტერეზა მეიმ 23 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან დაძევების, ბრიტანეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის გაუქმებისა და რუსეთის ხელისუფლებასთან უმაღლეს დონეზე ყველა სახის კონტაქტის გაუქმებაზე განაცხადა.

12 მარტს ტერეზა მეიმ მოსკოვს 24-საათიანი ულტიმატუმი წაუყენა და ყოფილი რუსი მზვერავის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმეზე ახსნა-განმარტებების გაკეთება მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის სანქციებით იმუქრებოდა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობა მიიჩნევს, რომ დიდი ალბათობით, სკრიპალის მოწამვლაში რუსეთია დამნაშავე.

66 წლის სერგეი სკრიპალი 33 წლის ქალიშვილთან ერთად, უგონო მდგომარეობაში, ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს იპოვეს.

ცირა გურგენიძე

დავაფასე კოლუმბიის პრეზიდენტის ზარი და ტონი და მოუთმენლად ველოდები მასთან შეხვედრას უახლოეს მომავალში - დონალდ ტრამპი

8 იანვარი, 2026 , 11:35

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კოლუმბიის პრეზიდენტი თეთრ სახლში მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას თავად აშშ-ის პრეზიდენტი ავრცელებს. „დიდი პატივი იყო კოლუმბიის პრეზიდენტთან, გუსტ

ირანში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების დროს, სულ მცირე, 35 ადამიანი დაიღუპა და 1 200-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს - მედია

6 იანვარი, 2026 , 12:31

ირანში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების დროს, სულ მცირე, 35 ადამიანი დაიღუპა და 1 200-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს, - ინფორმაციას მედია საშუალებები ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიაცია - „ადამიანის უფ

ვენესუელის მართვაზე პასუხისმგებელი მე ვიქნები - დონალდ ტრამპი

6 იანვარი, 2026 , 10:39

ვენესუელაში ახალი არჩევნები მომდევნო 30 დღის განმავლობაში არ ჩატარდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ქვეყანაში ჯერ სიტუაცია უნდა გამოვა

მოსამართლემ ნიკოლას მადუროს საქმეზე შემდეგი მოსმენა 17 მარტს დანიშნა

6 იანვარი, 2026 , 09:00

მოსამართლემ ნიკოლას მადუროს საქმეზე შემდეგი მოსმენა 17 მარტს დანიშნა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს. მოსამართლის ბრძანებით, ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე სასამართლოში 17 მარტს უნდა გამოცხადდნენ. ასევე, მადუროს

ვენესუელელი ხალხის უფლება, განსაზღვროს საკუთარი მომავალი, დაცული უნდა იყოს - ევროკავშირი

5 იანვარი, 2026 , 14:56

ვენესუელაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ევროკავშირი განცხადებას ავრცელებს. გაერთიანების განცხადებით, ვენესუელელი ხალხის უფლება, განსაზღვროს საკუთარი მომავალი, დაცული უნდა იყოს. განცხადებას მხარს ევროკავშირის

კოლუმბიაც ძალიან ავადაა, მას მართავს ავადმყოფი კაცი, რომელიც კოკაინს აწარმოებს და შეერთებულ შტატებში ყიდის, დიდხანს ვეღარ გააკეთებს ამას - დონალდ ტრამპი

5 იანვარი, 2026 , 09:20

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კოლუმბიის მთავრობას „ავადმყოფი ადამიანი მართავს“. „ჩვენ გვყავს ძალიან ავადმყოფი მეზობელი, ის მეზობლად შეიძლება ჩაითვალოს და ეს არის ვენესუელა.