უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

3 აგვისტო, 2017 12:40
font-size

აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გაუმჯობესების იმედს ბოლო მოეღო - დიმიტრი მედვედევის შეშფოთება დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ კანონპროექტზე

„აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გაუმჯობესების იმედს ბოლო მოეღო“, - ასე გამოეხმაურა რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ იმ საკანონმდებლო აქტის ხელმოწერას, რომელიც რუსეთს ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან ერთად სანქციებს უმკაცრებს.

როგორც მედვედევმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, კონგრესის აქტიურობამ ამ კანონის მიღებაში ტრამპის ადმინისტრაციის უსუსურობა გამოავლინა, რაც აშშ-ში პოლიტიკურ ძალთა გადანაწილების ტენდენციაზე მიუთითებს.

„აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ კანონპროექტზე ხელმოწერას რამდენი შედეგი მოჰყვება. უპირველეს ყოვლისა, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გაუმჯობესების იმედს ბოლო მოეღო. მეორე, რუსეთს სრულფასოვანი სავაჭრო ომი გამოუცხადეს. მესამე, ტრამპის ადმინისტრაციამ სრული უსუსურობა გამოავლინა, რადგან ძალიან დამამცირებელი გზით გადასცა აღმასრულებელი ფუნქციები კონგრესს. ეს ცვლის პოლიტიკურ წრეთა ძალთა გადანაწილებას აშშ-ში“, - დაწერა მედვედევმა ფეისბუკზე.

მედვედევის თქმით, კონგრესმა ამ კანონით ტრამპს „ადგილი მიუჩინა“, რაც ბოლოს მისი იმპიჩმენტით დასრულდება.

„ამერიკულმა ისტებლიშმენტმა სუფთად გადაუჯოკრა ტრამპს. პრეზიდენტს ახალი სანქციები არ უხარია, მაგრა მას არ შეეძლო, არ მოეწერა ხელი კანონზე. სანქციების ახალი სისტემა გაჩნდა, როგორც კიდევ ერთი საშუალება, რათა ტრამპს ადგილი მიუჩინონ. შემდეგ ახალი მოქმედებებია, რომელთა საბოლოო მიზანია მისი ხელისუფლებიდან გადაყენება. არასისტემური მოთამაშე უნდა იყოს ლიკვიდირებული. ამით კი ამერიკული ბიზნესის ინტერესები პრაქტიკულად იგნორირებულია. პოლიტიკა პრაგმატულ მიდგომაზე წინ დადგა. ანტირუსული ისტერია გახდა არა მარტო საგარეო პოლიტიკის (რაც ბევრჯერ მომხდარა), არამედ ამერიკის შიდაპოლიტიკის ნაწილი ( რაც უკვე სიახლეა)“, -დაწერა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა.

მედვედევის თქმით, საქნციების ახალი კანონი ჯექსონ-ვენიკის (1974 წელს მიღებული საკანონმდებლო შესწორება, რომლიც ზღუდავს აშშ-ის სავაჭრო ურთიერთობას იმ ქვეყნებთან, სადაც არღვევენ ადამიანთა უფლებებს ან მოქმედებს შეზღუდვები ემიგრაციაზე) კანონპროექტზე უფრო მკაცრი იქნება, რადგან საყოველთაო ხასიათს ატარებს.

„სანქციების რეჟიმი კოდიფიცირებულია და შენარჩუნდება ათეულობით წლების განმავლობაში, თუკი რამე სასწაული არ მოხდება. თან ის ჯექსონ-ვენიკის კანონზე უფრო მკაცრი იქნება, რადგან საყოველთაო ხასიათს ატარებს და ვერ გადაიდება პრეზიდენტის სპეციალური განკარგულებით კონგრესის თანხმობის გარეშე. შესაბამისად, რუსეთსა და აშშ-ის შორის ურთიერთობები საკმაოდ დაიძაბება იმის მიუხედავად, რა შემადგენლობა იქნება კონგრესში ან ვინ იქნება პრეზიდენტი. ამას მოჰყვება ურთიერთობების ხანგძლივი გარკვევა საერთაშორისო ორგანოებსა და სასამართლოში, საერთაშორისო დაძაბულობის უფრო მეტი გაძლიერება, უარის თქმა უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პრობლემების მოგვარებაზე“, - განაცხადა მედვედევმა.

როგორც მან პოსტის ბოლოს იმედი გამოთქვა, რუსეთი სანქციებს გაუმკლავდება.

ანა მებურიშვილი

შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი

11 ნოემბერი, 2025 , 11:57

შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, როგორც ქვეყანას - 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ. ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს. ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს

10 ნოემბერი, 2025 , 18:00

პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ფრანგული მედიის ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარკოზი „სა

დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა

27 ოქტომბერი, 2025 , 15:10

დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა. აშშ-ის პრეზიდენტი იაპონიის საიმპერატორო სასახლეში ქვეყნის იმპერატორს ნარუჰიტოს შეხვდა. ამასთან, როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, ის მოუთმენლად ელოდება იაპონიის ახლად ა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

27 ოქტომბერი, 2025 , 10:16

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით რუსეთის 13 რეგიონში 193 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. მათივე ინფორმაციით, აქედან 40 დრონი მოსკოვის რეგიონში ჩამოაგდეს, მათ შორის 34 დრონი, რ

ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი, 2025 , 09:38

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. „ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. უბრალოდ, არ მომეჩვენა ეს სწორად, ამიტომ გავაუქმე, მაგრამ ამა

აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა

23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნ