არქივი
მსოფლიო
აშშ-ის სანქციების გამო რუსმა ოლიგარქებმა 12 მილიარდი დოლარი დაკარგეს
ამერიკული სანქციების გამო რუსეთის 50 უმდიდრესი ადამიანის საერთო ქონება ერთ დღეში 12 მილიარდი დოლარით შემცირდა, რასაც წინ უძღოდა რუსეთის საფონდო ბირჟის მკვეთრი ვარდნა.
ყველაზე მეტად დაზარალდა ბიზნესმენი ოლეგ დერიპასკა. Rusal-ისა და En+ Group-ის ქაღალდების მკვეთრი გაუფასურების ფონზე ოლიგარქის ქონება თითქმის მეოთხედით, ანუ 1.3 მილიარდი დოლარით შემცირდა. ფორბსის 2018 წლის მილიარდერთა რეიტინგის გამოქვეყნების შემდეგ მისი ქონება 6.7 მილიარდიდან 4 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.
მედია წერდა, რომ დერიპასკას კომპანიამ United Company Rusal-მა, რომელსაც შეეხო აშშ-ის სანქციები, ჰონგკონგის ბირჟაზე გაავრცელა განცხადება, რომ კომპანიამ შესაძლოა, გამოაცხადოს ტექნიკური დეფოლტი. იქვე იყო აღნიშნული, რომ დიდი ალბათობით, აშშ-ის სანქციები უარყოფითად იმოქმედებს ბიზნესკომპანიასა და მისი განვითარების პერსპექტივაზე.
6 აპრილს აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ სასანქციო სია გააფართოვა და სანქციები დაუწესა 26 რუს ბიზნესმენსა და მაღალჩინოსანს. აღნიშნული სანქციები ეხება რუსეთის შესაძლო ჩარევას 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში.
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

