მსოფლიო
აშშ-ის წარმომადგენელმა გაეროში საქართველოს მადლობა გადაუხადა
გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, ვინც უარი თქვა გაეროს რეზოლუციის მიღებაზე, რომლის მიხედვით აშშ-მ უკან უნდა წაიღოს თავისი გადაწყვეტილება, რომელშიც იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად აღიარებს.
ჩამოთვლილ ქვეყნებს შორისაა საქართველო.
„ვაფასებთ იმ ქვეყნებს, რომლებიც არ დადგნენ გაეროს უპასუხისმგებლო ქმედებების გზებს“, - წერია ჰეილის განცხადებაში.
გენერალურმა ასამბლეამ 128 ხმით დაუჭირა მხარი ამ რეზოლუციას. წინააღმდეგ გამოვიდა 9 ქვეყანა: გვატემალა, ისრაელი, მარშალის კუნძულები, პალაუ, ტოგო, მიკრონეზია, ნაურუ, ჰონდურასი და აშშ. 35-მა ქვეყანამ თავი შეიკავა კენჭისყრისას. საქართველოს დელეგაცია სხდომას არ დასწრებია.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად 6 დეკემბერს აღიარა. მისი გადაწყვეტილებით, აშშ-ის საელჩო თელპ-ავივიდან „წმინდა ქალაქში“ უნდა გადავიდეს.
ანა მებურიშვილი


საკვანძო სიტყვები:
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

