მსოფლიო
აშშ-მ და თურქეთმა ერთმანეთის მოქალაქეებს ვიზების გაცემა შეუჩერეს
ამერიკამ თურქეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეაჩერა.
ანკარაში, აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ვიზა არ გაიცემა, სანამ ვაშინგტონი არ დარწმუნდება, რომ თურქეთი კვლავაც უზრუნველყოფს ამერიკული დიპლომატიური მისიის თანამშრომელთა უსაფრთხოებას.
საპასუხოდ, თურქეთის საელჩომ ვაშინგტონში, თითქმის ასეთივე შინაარსის განცხადება გაავრცელა.
გასულ კვირას, სტამბოლში აშშ-ის საკონსულოს თანამშრომელი დააკავეს, რომელსაც თურქეთში 2016 წლის არშემდგარ სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობა დასდეს ბრალად.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ თურქეთის მსგავსი ქმედება ორი ქვეყნის ურთიერთობებს აზიანებს.
მონიკა დავლიანიძე
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

