მსოფლიო
აშშ-ში ჩასვლის შეზღუდვა კიდევ სამ ქვეყანაზე გავრცელდება
აშშ-ში ჩასვლის შეზღუდვები ვენესუელის, ჩრდილოეთ კორეისა და ჩადის მოქალაქეებზე გავრცელდება. ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განმარტებით, გადაწყვეტილება იყო მიღებული აშშ-ის უსაფრთხოების დაცვის საბაბით.
ბიბისი თეთრ სახლზე დაყრდნობით წერს, რომ სიაში ჩრდილოეთ კორეის შეყვანა იმითაა განპირობებული, რომ ფხენიანს არ სურს აშშ-სთან თანამშრომლობა და ის არღვევს ყველა შესაძლო მოთხოვნას. ჩადი მიუხედავად იმისა, რომ ტერორიზმთან ბრძოლაში ვაშინგტონის მნიშვნელოვანი პარტნიორია, ის არ უზიარებს აშშ-ს ტერორიზმთან დაკავშირებულ და სხვა საჯარო ინფორმაციას.
რაც შეეხება ვენესუელას, რომელსაც ვაშინგტონმა ცოტა ხნის წინ ეკონომიკური სანქციები დაუწესა, შეზღუდვები შეეხება მხოლოდ მთავრობის წარმომადგენლებსა და მათ ოჯახის წევრებს. ამის მიზეზად დასახელდა, რომ კარაკასი არ თანამშრომლობს აშშ-სთან მაშინ, როცა მისი მოქალაქეები არღვევენ კანონს, ასევე ენთუზიაზმის გარეშე იბრუნებს თავის დეპორტირებულ მოქალაქეებს.
შეზღუდვა ასევე მოქმედებს 5 მუსულმანურ ქვეყანაზე: ირანზე, ლიბიაზე, სირიაზე, იემენსა და სომალიზე. სუდანი, რომელიც თავდაპირველ სიაში იყო, ამოიღეს.
ახალი რეგულაციები 18 ოქტომბრიდან ამოქმედდება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

