მსოფლიო
აშშ სრულად იქნება პასუხიმგებელი იმ კატასტროფულ შედეგებზე - ჰან ტაი სონგი
გაეროს ჟენევის ოფისში ჩრდილოეთ კორეის ელჩის, ჰან ტაი სონგის განცხადებით, ვაშინგტონს კორეის ნახევარკუნძული მიჰყავს „აფეთქების უკიდურეს ზღვრამდე“ და მრავალი გაფრთხილების მიუხედავად ის არ წყვეტს სამხედრო წვრთნებს, რაზეც ფხენიანი საპასუხო ზომებს მიიღებს. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.
„აშშ-მ უკვე ღიად აჩვენა თავისი მტრული ზრახვა კორეის დემოკრატიული რესპუბლიკის ხალხის მიმართ, რადგან ატარებს აგრესიულ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მრავალი გაფრთხილების მიუხედავად... ჩემს ქვეყანას აქვს ყველა საბაბი, გამოეხმაუროს მას მკაცრი საპასუხო ზომებით, რომელიც მიმართულია თავდაცვის უფლების გამოსაყენებლად“, - განაცხადა ჰანმა განიარაღების შესახებ გაეროს კონფერენციაზე.
მან გააფრთხილა აშშ, რომ ვაშინგტონი იქნება პასუხისმგებელი კატასტროფულ შედეგებზე.
„და აშშ სრულად იქნება პასუხიმგებელი იმ კატასტროფულ შედეგებზე, რაც ამას მოჰყვება“, - თქვა ჩრდილოეთკორეელმა ელჩმა.
როიტერსის ინფორმაციით, ელჩი პირდაპირ არ შეხებია ფხენიანის მიერ გაშვებულ რაკეტას, რომელმაც იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოს გადაუფრინა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

