მსოფლიო
ასობით მილიონ დოლარს ვუხდით პალესტინას და საპასუხოდ მადლიერებას ან პატივისცემას არ ვიღებთ - დონალდ ტრამპი პალესტინელებს ემუქრება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, გადახედოს, პალესტინის ფინანსური დახმარების საკითხს, თუკი არ იქნება პროგრესი ისრაელთან მოლაპარაკებების მიმართულებით.
„ეს არაა მხოლოდ პაკისტანი, რომელსაც მილიარდობით დოლარს ვუხდით არაფრისთვის, არამედ ბევრი სხვა ქვეყანა. მაგალითად, ყოველწლიურად პალესტინელებს ასობით მილიონ დოლარს ვუხდით და არ ვიღებთ მადლიერებას ან პატივისცემას. მათ ისიც არ უნდათ, რომ წარმართონ დიდად დაგვიანებული სამშვიდობო მოლაპარაკებები ისრაელთან. ჩვენ ამოვიღეთ იერუსალიმი, ყველაზე რთული თემა, მოლაპარაკებების მაგიდიდან, მაგრამ ისრაელს ამისთვის მეტის გადახდა მოუწევდა. თუ პალესტინელებს აღარ სურთ, ილაპარაკონ მშვიდობაზე, რატომ უნდა გადავუხადოთ ასეთი უზარმაზარი თანხა?“, - დაწერა ტრამპმა ტვიტერზე.
2017 წლის 6 დეკემბერს დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და უბრძანა სახელმწიფო დეპარტამენტს, გადაიტანოს აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან წმინდა ქალაქში. იერუსალიმის სტატუსი ერთ-ერთი საკამათო საკითხია ისრაელი-პალესტინას ურთიერთობებში. ისრაელი იერუსალიმს „ისტორიულ დედაქალაქს“ უწოდებს, მაშინ, როცა პალესტინელები აცხადებენ, რომ ქალაქის აღმოსავლეთი ნაწილი მატი მომავალი სახელწმიფოს დედაქალაქია.
ტრამპის განცხდებამ დიდი აღშფოთება გამოიწვია საერთაშორისო საზოგადოებაში. 21 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეიამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ტრამპს მოუწოდებს, უკან წაიღოს თავისი აღიარება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

