არქივი
პოლიტიკა
აუდიტის სამსახურმა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს დაახლოებით 250 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის შუალედური დასკვნა გამოაქვეყნეს.
როგორც დღეს გამართულ პრეზენტაციაზე აღინიშნა, პარტიების მიერ დეკლარირებული შემოსავლების მიხედვით, ყველაზე დიდი ოდენობის შემოწირულობა პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო - 19 005 219 ლარი.
შემდეგ მოდის „სახელმწიფო ხალხისთვის“ 4 278 541 ლარი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 1 063 514 ლარი.
„პატრიოტთა ალიანსი“ - 1 019 650 ლარი, “თავისუფალი დემოკრატები“ 686 945 ლარი.
სხვა დანარჩენი სუბიექტების მიერ მიღებული შემოწირულობა 3 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
დეკლარირებული ხარჯები კი ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ - 22 212 663 ლარი
“სახელმწიფო ხალხისთვის“ - 4 396452 ლარი
„პატრიოტთა ალიანსი“ - 2 391 046 ლარი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 2 524 362 ლარი
“თავისუფალი დემოკრატები“ - 1 694 793 ლარი.
სხვა საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო ხარჯების ჯამური მოცულობა 6 მილიონ ლარზე მეტია.
აუდიტის სამსახურმა 250 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს.
გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, 3 შემთხვევა პროკურატურაში გადაიგზავნა, რადგან ისინი სისხლის სამართლის დანაშულის ნიშნებს შეიცავდა, 40 პირი კი გამოკითხვაზე არის დაბარებული აუდიტის სამსახურში.
,,საერთო ჯამში დაახლოებით 1000-ზე მეტი პირის შემოწირულობა იქნა სხვადასხვა პარიიის მიმართ შესწავლილი და 100-ზე მეტი პირი უშუალოდ გამოიკითხა. დღეისათვის 40 პირი არის დაბარებული გამოკითხვაზე. დაახლოებით 250 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს აუდიტის სამსახურმა. სამი შემთხვევა იქნა პროკურატურაში გადაგზავნილი იქიდან გამომდინრაე, რომ ისინი შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს’’, - განუცხადა ჟურნალისტებს ნინო ლომჯარიამ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

