საზოგადოება
აუცილებლად უნდა დავრჩეთ სახლში, სხვა შემთხვევაში, ხელისუფლება იძულებული გახდება, საყოველთაო კარანტინი გამოაცხადოს - ეკატრეინე ტიკარაძე
თუ მოქალაქეები სახლში დარჩენის თაობაზე მითითებს არ დაემორჩილებიან, ხელისუფლება იძულებული გახდება, საყოველთაო კარანტინი გამოაცხადოს. ასეთ შემთხვევაში, მოქალაქეებს მხოლოდ ხელისუფლების მეთვალყურეობითა და გარკვეული მესიჯის გაგზავნის შემთხვევაში ექნებათ თავიანთი ბინის დატოვების შესაძლებლობა, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.
„ისევე, როგორც ეკლესიის შემთხვევაში, მრევლთან მიმართებით, ასევე დამსვენებლებთან მიმართებით, ვიტყვი ერთადერთს - დარჩი სახლში ნიშნავს დარჩი სახლში. ის, რომ შევქმენით ვირტუალური სამუშაო ადგილები, სადაც შეგვიძლია ონლაინ ვიმუშაოთ, ეს არის ხელშეწყობა მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები სახლში დარჩნენ. ის, რომ ბავშვები დღეს სკოლაში არ დადიან, ეს იმისთვის შევქმენით, რომ ისინი უსაფრთხოდ იყვნენ და სახლში დარჩნენ. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ გაზაფხულის შუა რიცხვებში აუცილებლად უნდა დავეხარბოთ მზის სხივებს, ვინაიდან ზაფხული მოდის, თუ გვინდა, რომ მზიანი და ბედნიერი ზაფხული გვქონდეს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, სწორედ იმ კრიზისულ ფაზაში, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, აუცილებლად უნდა დავრჩეთ სახლში და მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვიდეთ გარეთ, თუ ეს აუცილებლად საჭიროა. სხვა შემთხვევაში, ხელისუფლება იძულებული გახდება, საყოველთაო კარანტინი გამოაცხადოს, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენს მოქალაქეებს მხოლოდ ჩვენი მეთვალყურეობითა და გარკვეული მესიჯის გაგზავნის შემთხვევაში ექნებათ თავიანთი ბინის დატოვების შესაძლებლობა. ამ მესიჯშიც დეტალურად იქნება გაწერილი ის საჭიროება და ტრაექტორია, რომელიც მათ გასავლელი ექნებათ“,-განაცხადა ტიკარაძემ.
დღეს ყველა რუსთაველზე! არა კობახიძის და პუტინის ერთად დგომას! - სალომე ზურაბიშვილი
12 დეკემბერი, 2025 , 17:14
წინასაახალწლო შეთავაზებები საქართველოს ბანკისგან - ნაწილ-ნაწილით გადახდისას
12 დეკემბერი, 2025 , 16:35
მეფე ლომის საახალწლო კინოჩვენება - ღონისძიების წარმდგენია SOLO და Mastercard
12 დეკემბერი, 2025 , 12:30
STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
11 დეკემბერი, 2025 , 19:03
შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა
11 დეკემბერი, 2025 , 16:41
ხე-ტყის უკანონო მოპოვებაზე კონტროლი გამკაცრდა - სატყეო სააგენტო
11 დეკემბერი, 2025 , 16:32


