უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

15 თებერვალი, 2017 17:35
font-size

აზოტთან „საქართველის ბანკის“ მიმართებას სამართლებრივი პასუხი უნდა გაეცეს - არჩილ კაიკაციშვილი

„აზოტის“ ქარხანაში განვითარებული პროცესები კვლავ ერთ-ერთ აქტუალურ თემად რჩება. „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში „აზოტში“ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „საქართველოს ბანკის“ მიმართებაზე და მის პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.

კაიკაციშვილის თქმით, „აზოტის“ მაგალითზე სახეზეა „საქართველოს ბანკის“ მიერ თავისი არაპროფილური ბიზნესების არეალის გაფართოება, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოჰყვა დასაქმებულების უფლებების უხეში დარღვევაც. „ამასთან, ანომალიური და არანორმალურია ისიც, რომ უკვე ლამის ოცი დღეა გაგდებული მუშები დგანან საწარმოს კართან, სამსახურში აღდგენასთან ერთად ითხოვენ იმაში გარკვევას, თუ ვისი და რისი ბრალია, რომ მოხდა „აზოტის“ საწარმო პოტენციალის შემცირება და მათთვის რეალური პასუხის გამცემი არავინ გამოჩნდა. არადა, პრაქტიკულად, ფაქტია და ეს მთელმა საქართველომ იცის, რომ „აზოტის“ სკანდალთან პირდაპირაა დაკავშირებული „საქართველოს ბანკი“ და პასუხისმგებლობაც მან უნდა აიღოს.

ყურადღება უნდა მიექცეს იმასაც, რომ ის რაც რუსთავის აზოტში მოხდა, თავისი მასშტაბით, სცდება მხოლოდ ორი თანასწორუფლებიანი სუბიექტის შრომითი დავის ფარგლებს და ის თავისი სამართლებრივი ხარისხით, უფრო ფართო დისკუსიას და პასუხისმგებლობის არეალს მოიცავს. ვგულისხმობ სახელმწიფოს ჩართულობას და პოზიტიური როლის შესრულების და სოციალური პასუხისმგებლობის აღებას. კოლექტიურ დათხოვნას აქვს თავისი მუხლი შრომის კოდექსში და საწარმო ძალთა შემცირება ხდება ეკონომიკური პროცესების შედეგად, რომელიც დგას ამ კომპანიის წინაშე. მაგრამ, როცა ირკვევა, რომ რომ საქართველოს ბანკმა თავისი მოქმედებებით პრაქტიკულად კომპანია გაკოტრებამდე მიიყვანა და შემდგომ კი თავისი სქემით განახორციელა კომპანიის დაუფლება და არანაირი ახსნა-განმარტება ან/და არგუმენტი არც მთავრობის და არც „საქართველოს ბანკის“ მხრიდან არ ისმის, ეს ვერ ჩაითვლება ნორმალურ ვითარებად“, - აღნიშნა კაიკაციშვილმა.

მისი განცხადებით, იმისთვის, რომ „აზოტის“ საქმეში მეტი სიცხადე შევიდეს, ასევე აუცილებელია პასუხი გაეცეს კითხვებს, თუ თუ რა შუაშია ამ ისტორიასთან კომპანიის ყოფილი მფლობელი, უცხოური საბანკო ინსტიტუტებიდან აღებული სესხები, რამდენად მიზნობრივად მოხმარდა აღნიშნული სესხი კომპანიის განვითარებას და წინსვლას, რატომ მოხდა ამ სესხის გადარიცხვა რუსთავის აზოტის სახელით შექმნილ სხვა კომპანიაზე. რამ გამოიწვია „ევრობანკის“ მიერ დამტკიცებული უზარმაზარი მოცულობის, - 155 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სესხის უკან გაწვევა და სხვა. „ამ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს საკმარისი კითხვები, რათა საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ, თუ რა მოხდა რუსთავის აზოტში. საზოგადოებას ამ პროცესებთან დაკავშირებით მიეწოდება მხოლოდ ცალმხრივი ინფორმაცია.

დღეს საზოგადოებაში არავინ საუბრობს თუ რატომ მოხდა მასობრივი დათხოვნა და რატომ აღმოჩნდა „საქართველოს ბანკის“ ხელში მორიგი არაპროფილური ბიზნესი. ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს ამ საკითხებთან დაკავშირებით, რათა შეფასება მივცეთ რამდენად კანონიერი იყო ამ სქემაში ჩართული „საქართველოს ბანკის“ თუ სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირების მოქმედებები“,- განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების ნაწილს შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეთ

13 თებერვალი, 2026 , 12:05

თავისუფლება აღიარების სანაცვლოდ - პროკურატურა სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული აქტივისტების ნაწილს საპროცესო გარიგებას სთავაზობს. აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია „პირველი“ იტყობინება. დღეს გაი

სამართალდამცველებმა შვილების მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით იორდანიის მოქალაქე დააკავეს

13 თებერვალი, 2026 , 11:49

პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, იორდანიის მოქალაქე, 1980 წელს დაბადებული ს.ა.

პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავა

13 თებერვალი, 2026 , 10:08

პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავა. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა გადაამეტა სამსახურებრივ უფლება

225-ე მუხლი ხელოვნურადაა შემოტანილი, ყველამ იცის, რომ ბანდიტი არ ვარ - მურთაზ ზოდელავა

12 თებერვალი, 2026 , 14:34

თუ ხელს ვიქნევდი და იმაზე მეტი ვთქვი, ვიდრე საჭირო იყო, ამისთვის მუხლები წარდგენილი მაქვს, მაგრამ 225-ე მუხლი ხელოვნურადაა შემოტანილი. ყველამ იცის, რომ ბანდიტი არ ვარ, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა

2022 წელს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

11 თებერვალი, 2026 , 11:53

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 2022 წელს ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს გენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული13 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

11 თებერვალი, 2026 , 11:32

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 13 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება, კერძოდ მოსამართლის წინაშე მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი