უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

12 ივნისი, 2017 16:10
font-size

ბათუმი 25 ყაზახური კომპანიის წარმომადგენელს უმასპინძლებს

5-6 ივლისს ბათუმი 25 ყაზახური კომპანიის წარმომადგენლებს უმასპინძლებს. გადაწყვეტილება ამის შესახებ ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და ყაზახეთის რესპუბლიკის განვითარებისა და ინვესტიციების სამინისტროს სააქციო საზოგადოება „Kazakh Invest”-ის მმართველობის თავმჯდომარის მოადგილემ, მეიერჟან მაიკენოვმა შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

შეხვედრა ზურაბ პატარაძესა და მეიერჟან მაიკენოვმა შორის დღეს შედგა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სავაჭრო-საინვესტიციო მისიის მიზანი, რომელიც 5-6 ივლისს გაიმართება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოტენციალის გაცნობაა. მისიის ფარგლებში აჭარას ყაზახეთის 25 კომპანიის წარმომადგენლები ეწვევიან, რომლებიც ისეთ სფეროებს წარმოადგენენ, როგორებიცაა, მანქანათმშენებლობა, მეტალურგია, მშენებლობა, ფარმაცეფტიკა, კვება და ა.შ. გარდა ამისა, სავაჭრო-საინვესტიციო მისია ითვალისწინებს ვიზიტებს რეგიონის მსხვილ საწარმოებში და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრების გამართვას. ყაზახეთის რესპუბლიკის განვითარებისა და ინვესტიციების სამინისტროს სააქციო საზოგადოება „Kazakh Invest”-ის მიერ ორგანიზებული სავაჭრო-საინვესტიციო მისია საქართველოში 2 ივლისს ჩამოვა. 4 ივლისამდე ყაზახი ბიზნესმენები შეხვედრებს თბილისში გამართავენ.

„ყაზახეთი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. ყაზახური კომპანიები დიდი მოცულობის ინვესტიციებს ახორციელებენ საქართველოში. ჩვენი მიზანიც სწორედ ის არის, რომ ხელი შევუწყოთ ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და ახალი ინვესტიციების მოზიდვას ჩვენს რეგიონში. ამას ემსახურებოდა საინვესტიციო ტური ყაზახეთის რესპუბლიკაში, რომელიც ჩვენ რამდენიმე თვის წინ განვახორციელეთ და ამასვე ემსახურება ყაზახური კომპანიების სავაჭრო-საინვესტიციო მისია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. გარდა ამისა, ეს იქნება საუკეთესო საშუალება რეგიონში მოქმედი ბიზნესისათვის ახალი სავაჭრო-საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ ყაზახეთის ბიზნეს წრეებთან“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.

აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე ასტანაში გამოფენა EXPO-2017-ის ფარგლებში იმყოფება. გამოფენის ფარგლებში შედგება ასევე საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ყაზახეთში. ეს საქართველოს პრეზიდენტის რანგში გიორგი მარგველაშვილის ყაზახეთში პირველი ვიზიტი იქნება. ღონისძიებაში მონაწილეობას 125 ქვეყანა და 18 საერთაშორისო ორგანიზაცია იღებს. “ASTANA EXPO-2017”-ის სლოგანია FUTURE ENERGY. მონაწილე ქვეყნებს საშუალება ეძლევათ წარმოაჩინონ თავიანთი ტექნოლოგიური და საინჟინრო მიღწევები, საინვესტიციო პოტენციალი, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ქვეყნის კულტურა, სოფლის მეურნეოდა და სხვა.

გამოფენაში მონაწილეობა იძლევა ქვეყნის პოპულარიზაციის უნიკალურ შესაძლებლობას ყაზახეთის მასშტაბით და არა მხოლოდ; გაიცნოს მსოფლიომ საქართველო, როგორც სუფთა ენერგიის მწარმოებელი, საინვესტიციო გარემოს სიმარტივით და ხელშეწყობით გამორჩეული ქვეყანა, კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი ჩვენს ენერგეტიკულ და სატრანზიტო შესაძლებლობებს, ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინა

28 იანვარი, 2026 , 11:47

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში ყველის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმო გამოავლინეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ფიზიკური პირი ეკონ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და-ძმის ცხედრები იპოვეს

27 იანვარი, 2026 , 15:35

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარის აღმართში, 55 წლამდე და-ძმის ცხედრები იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს.  შემთხვევა გუშინ მოხდა. გამოცემის ცნობით, ცხედრები საცხოვრებელი სახლიდან მოშო

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

21 იანვარი, 2026 , 11:38

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპა

დიდთოვლობის გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს

19 იანვარი, 2026 , 11:55

ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ლიპყ

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

13 იანვარი, 2026 , 11:54

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობის) მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გა

ბათუმში უამინდობამ პრობლემები შექმნა

30 დეკემბერი, 2025 , 13:07

ბათუმში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავები, ამასთან, დატბორილია ძველი ბულვარის ტერიტორიის ნაწილი. როგორც აჭარის ა.რ მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, ღამის განმავლობაში დატობორვასთ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი