უახლესი ამბები
- 16.01.2026 18:02საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
- 16.01.2026 15:37კანადა და ჩინეთი ახალ პარტნიორულ ურთიერთობებს ამყარებენ
- 16.01.2026 15:28საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით
- 16.01.2026 15:24პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
- 16.01.2026 15:18პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
- 16.01.2026 15:08მიკროფონი გამოართვით, რომ ისროლოს, რა გარანტია მაქვს - მოსამართლე გიორგი გელაშვილი
არქივი
საზოგადოება
ბავშვებში ტყვიის შემცველობაზე სისხლის შემოწმება და სასმელი წყლის ხარისხის დასადგენად კვლევა იწყება
სტატისტიკის ეროვნული სამსახური გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად მოსახლეობის მასშტაბურ კვლევას იწყებს. მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის(MICS) ოფიციალური დაწყების პრეზენტაცია დღეს, 17 სექტემბერს სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართება.
პრეზენტაციას დაესწრებიან მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, გაეროს ბავშვთა ფონდის და საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელი პირები.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა (MICS) შინამეურნეობათა ერთ-ერთი იუდიდესი კვლევაა, რომლის მიზანია საქართველოში ოჯახების, ქალებისა და ბავშვების მდგომარეობის შესახებ მნიშვნელოვანი მონაცემების შეგროვება. კვლევა საქართველოში 2018 წელს 20 სექტემბერიდან 20 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და სხვა დონორი ორგანიზაციების ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით.
კვლევა ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით 14 000-ზე მეტ ოჯახთან ინტერვიუებს, სასმელი წყლის ხარისხის დადგენას და 2-7 წლის ბავშვებში ტყვიის შემცველობაზე სისხლის შემოწმებას.
“კვლევის შედეგად საქართველოში შეგროვდება ხარისხიანი და საერთაშორისო დონეზე შედარებადი მონაცემები სხვადასხვა სფეროში ქალებისა და ბავშვების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკის დაგეგმვასა და შემუშავებას. კვლევის მიმდინარეობის პარალელურად, გაეროს ბავშვთა ფონდი იწყებს მასშტაბურ საკომუნიკაციო კამპანიას და საზოგადოების მობილიზაციას, რომლის მიზანია მოსახლეობის ინფორმირება კვლევისა და საველე სამუშაოების დაწყების შესახებ. კვლევის შედეგები 2019 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდება“, - აღნიშნულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
16 იანვარი, 2026 , 18:02
საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით
16 იანვარი, 2026 , 15:28
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში Artifact Apart Hotel გაიხსნა
16 იანვარი, 2026 , 14:00
2025 წელს 5,5 მლნ-ზე მეტი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია - ირაკლი ნადარეიშვილი
16 იანვარი, 2026 , 12:01
ტელეკომპანია „ფორმულამ“ პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ 540 ათასი ლარი მიიღო - კომინიკაციების კომისია
16 იანვარი, 2026 , 09:11
საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები ქმნის განათლებისა და შემეცნების შესაძლებლობას 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის
15 იანვარი, 2026 , 16:33


