საზოგადოება
ბავშვთა დაცვის და ასევე სოციალური მუშაკების სფეროში ჩვენ გვაქვს სერიოზული კრიზისი - ელენე ხოშტარია
„ევროპული საქართველო" ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს საკომიტეტო მოსმენაზე იბარებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია დღეს გამართულ ბრიფინგზე 22 იანვარს, სანზონაში 4 წლის გოგონას გარდაცვალებასა და სოციალური მუშაკების პროტესტს გამოეხმაურა.
„ცოტახნის წინ სანზონაში მომხდარმა სასტიკმა შემთხვევამ, როდესაც გარდაიცვალა 4 წლის გოგონა შეძრა მთელი საზოგადოება და მე ვფიქრობ, რომ გარდა იმ ემოციური შოკისა რაც მივიღეთ ჩვენი ყველას ვალია, რომ დავფიქრდეთ, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში ბავშვთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ჩვენ თუ არ გამოვიტანეთ სწორი გაკვეთილები და სახელმწიფომ თუ არ გაიაზრა რა უნდა გაკეთდეს, რომ თავიდან ავირიდოთ მსგავსი შემთხვევები, ჩვენ უბრალოდ შოკიდან შოკამდე ვიცხოვრებთ და ვერ გამოვასწორებთ ამ მდგომარეობას.
ამ შემთხვევამ გამოიწვია სერიოზული კრიზისი სოციალური მუშაკების სისტემაში და დაგვანახა, რომ ზოგადად ბავშვთა დაცვის და ასევე სოციალური მუშაკების სფეროში ჩვენ გვაქვს სერიოზული კრიზისი. აქ არის საუბარი როგორც მათ არასაკმარისს რაოდენობაზე, არასაკმარისს სერვისებზე, სატრანსპორტო საშუალებებიც არ არსებობს და ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, სატრანსპორტო სერვისი ვინმეს კომფორტი კი არ არის, ეს არის ზუსტად ასეთი შემთხვევების თავიდან არიდება. პრაქტიკულად შეიძლება ძალიან მწვავე ვითარებაში სოც-მუშაკები ვერ მივიდნენ და ვერ მიასწრონ შემთხვევას, რომ დაიცვან ბავშვები საშინელი შემთხვევებისგან.
სოც-მუშაკები ალაპარაკდნენ ამ თემაზე და ჩამოაყალიბეს საკმაოდ ლეგიტიმური მოთხოვნები და აქ არ არის საუბარი მათი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, აქ არის საუბარი რა უნდა შეიცვალოს სისტემურად ამ სფეროში და არამხოლოდ სოც-მუშაკების სფეროში, აქ არის საუბარი უამრავ სერვისზე, რომელსაც სახელმწიფო უნდა ქმნიდეს ბავშვთა დაცვისთვის, რაშიც გვაქვს სრული ჩავარდნა.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ პარლამენტი უნდა ჩაერთოს ამ პროცესში, მითუმეტეს, რომ ჩვენ შეიძლება მივიდეთ ჩიხურ სიტუაციამდე როდესაც მოხდება 240 სოც-მუშაკიდან 200_ის გაფიცვა და ეს კატასტროფის ტოლფასია. ჩვენ არ მოგვისმენია ჯანდაცვის სამინისტროს რაიმე მწყობრი პოზიცია, თუ რის შეცვლას აპირებს და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჯანდაცვის უახლოეს სხდომაზე დავიბაროთ ჯანდაცვის მინისტრი და ამ საკითხზე მოხდეს სერიოზული მსჯელობა და მოვისმინოთ პასუხები ამ კრიზისულ ვითარებაზე. როგორც მთლიანობაში ბავშვთა დაცვის სფეროში რას აპირებს სახელმწიფო და ასევე კონკრეტული სოც-მუშაკების კრიზისიდან გამოსვლას როგორ გეგმავს სახელმწიფო,“ -აცხადებს ელენე ხოშტარია.
დღეს ყველა რუსთაველზე! არა კობახიძის და პუტინის ერთად დგომას! - სალომე ზურაბიშვილი
12 დეკემბერი, 2025 , 17:14
წინასაახალწლო შეთავაზებები საქართველოს ბანკისგან - ნაწილ-ნაწილით გადახდისას
12 დეკემბერი, 2025 , 16:35
მეფე ლომის საახალწლო კინოჩვენება - ღონისძიების წარმდგენია SOLO და Mastercard
12 დეკემბერი, 2025 , 12:30
STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
11 დეკემბერი, 2025 , 19:03
შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა
11 დეკემბერი, 2025 , 16:41
ხე-ტყის უკანონო მოპოვებაზე კონტროლი გამკაცრდა - სატყეო სააგენტო
11 დეკემბერი, 2025 , 16:32


