უახლესი ამბები
არქივი
საზოგადოება
„ბავშვთა სამყაროს“ დაზრალებულები აქციას კახა კალაძის ოფისთან მართავენ
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის ოფისთან, „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები აქციას მართავენ.
მოვაჭრეები ზარალის სრულ ანაზღაურებას ითხოვენ. დაზრალებულების ადვოკატის ფრიდონ სიხუაშვილის თქმით, 10 დაზარალებული მოვაჭრე 24- სააათიან შიმშილობას დაიწყებს.
ადვოკატის თქმით, დაზარალებულები პროტესტს იქამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მთავარი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. მოვაჭრეები ხელისუფლებას ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას სთხოვენ.
„ერთ-ერთი დაზარალებული მოვაჭრე ჯული ელიავა, ასევე რამდენიმე დაზარალებულ მოვაჭრესთან ერთად შიმშილობას იწყებს. ფართომასშტაბიანი აქციები კი, კვირაში რამდენიმე დღე გაიმართება. ამავდროულად, როდესაც გავიგებთ, რომ კახა კალაძე რომელიმე რაიონში აპირებს მოსახლეობასთან შეხვედრას, ხანძრის შედეგად დაზარალებულები იქ მივლენ და გამოხატავენ პროტესტს“,- განაცხადა ფრიდონ სიხუაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე