უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

16 მაისი, 2018 16:13
font-size

ბექა ბასილაიას ალბათ მისამართი აერია - მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შუამდგომლობაზე მისი აცილების შესახებ

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბადრი კოჭლამაზაშვილმა მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას მიერ საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით გაფლანგვის საქმიდან მისი აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. შუამდგომლობა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ დააყენა, რომლის განმარტებით, არის ვარაუდი, რომ მოსამართლე მიკერძოებულია, ხოლო წინა სასამართლო პროცესზე კოჭლამაზაშვილი მოწმეს ერთგვარად ეხმარებოდა კითხვაზე პასუხის გაცემაში.

მოსამართლის თქმით, ადვოკატს „მისამართი აერია“ და მისი აცილების საფუძველი არ აქვს.

„შუამდგომლობაში მითითებული იყო, რომ მოსამართლე აქტიურად ერევა პროცესში, თითქოს მხარეთა შეუთანხმებლობის გარეშე სვამდა კითხვას. თურმე მე დავსვი კითხვა, დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემას არ ვაცდიდი მოწმეს და მე ვპასუხობდი ჩემს კითხვას. დაცვის მხარეს ალბათ უბრალოდ მოერიდა მოსამართლის შეურაცხმყოფელი სიტყვის ჩაწერა შუამდგომლობაში, თორემ დაწერდა, მოსამართლე გაგიჟებულაო, თვითონ სვამს კითხავს და თვითონვე პასუხობსო. მშვიდად ვარ, რადგან პროცესის გადაღება, ვიდეო-, აუდიოჩაწერა ხდება. ამას ვერავინ გააყალბებს და ჩემი ყველა სიტყვა იქნება აღბეჭდილი. ამას საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს როგორც დაცვა, ისევე სასამართლო. სად მოისმინა დაცვის მხარემ, რომ ნებართვის გარეშე დავსვი კითხვა, მე დავსვი კითხვა და თავად გავეცი პასუხი. ადვოკატს ალბათ მისამართი აერია. მსგავსი შემთხვევა ალბათ სხვა პროცესზე მოხდა და აერია ბატონ ადვოკატს. არავითარი საფუძველი, რომ მიკერძოებული ვიყო, არ არსებობს, შესაბამისად არ ვაკმაყოფილებ შუამდგომლობას“-თქვა მოსამართლემ.

დღეს საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით გაფლანგვის საქმეზე მთავარი აუდიტორი ნოდარ ვეკუა უნდა დაიკითხოს. აღნიშნული მოწმის დაკითხვა უკვე მესამე პროცესია მიმდინარეობს. ვეკუამ ყველა ის დოკუმენტი შეისწავლა, რის საფუძველზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს ბრალი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრადლებით წაუყენეს.

მიხეილ სააკაშვილსა და თეიმურაზ ჯანაშიას ბრალად სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით გაფლანგვა ედებათ ბრალად.

ზუგდიდის საავადმყოფოში შეყვანილი ათი ბავშვის საქმეზე შსს-მ გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო

20 აპრილი, 2019 , 15:54

ზუგდიდის საავადმყოფოში ინტოქსიკაციის ნიშნებით შეყვანილი ათი ბავშვის საქმეზე შსს-მ გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, უკრაინის მოქალაქე, რომელიც ზუგდიდში ერთ-ერთ ბინაში 10 ბავშვთან ერთად

„ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტზე სამი პირია დაკავებული

20 აპრილი, 2019 , 13:26

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრისპირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე წლის 19 ა

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს

20 აპრილი, 2019 , 11:30

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრა

სახელმწიფო შესყიდვების პროცესში არსებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 6 პირი პასუხისგებაში მისცა

20 აპრილი, 2019 , 11:30

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოწოდებული დასკვნის გათვალისწინებით, ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, 2015 წლის მანძილზე გამარტივებული შესყიდვით გაფორ

პოლიციამ ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტი აღკვეთა

20 აპრილი, 2019 , 11:30

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული ლ.შ. დააკავეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდ

ირანის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის ფაქტები გაიზარდა

19 აპრილი, 2019 , 13:30

საქართველოში ირანიდან მარტში 1815 პირი არ შემოუშვეს, რაც წინა თვეების მაჩვენებელზე სამჯერ მეტია. კერძოდ, ქვეყანაში შემოსვლაზე უარი იანვარში ირანის 576 მოქალაქეს ეთქვა, თებერვალში 564 მოქალაქეს. 2018 წელს, 12 თვის განმავლ

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019