სამართალი
ბექა შენგელიამ კანიბალიზმის ფაქტი აღიარა
76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ბექა შენგელიამ კანიბალიზმის ფაქტი აღიარა.
შესაბამისი განცხადება მან თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე გააკეთა.
მისივე თქმით, საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებული, მოკლულის 19 წლის ქალიშვილი, ირმა ყოჩიაშვილი, რომელიც მისი შეყვარებულია, მხოლოდ და მხოლოდ მისი მსხვერპლია.
შენგელია პირადად იღებს პასუხისმგებლობას მომხდარზე და ამბობს, რომ შეყვარებულზე თავიდან ბოლომდე თავად ზემოქმედებდა ფსიქოლოგიურად. მისივე თქმით, ის ზეწოლას ახდენდა საქმეში ფიგურანტ კიდევ ერთ არასრულწლოვან გოგონაზე.
,,უკე მოტივირებული მყავდა ფსიქოლოგიურად იმ სტადიაზე, რომ ამ ყველაფერს ჰარმონიულად და ესთეტიზმის ჭრილში აღიქვამდა. ადამიანის შექმნა ვცადე და შევქმენი რაღაც ესთეტიური მონსტრი. მას ჩემი მსხვერპლი თამად შეიძლება ეწოდოს მარიამ იგივე ირმა ყოჩიაშვილს’’, -განაცხადა ბექა შენგელიამ.
ბრალდებულმა აღნიშნა ისიც, რომ მისი ფსიქიკური ტერორის ქვეშ მყოფ ირმა ყოჩიაშვილს სოლიდური თანხა გამოსძალა. მან სასამართლოს მიმართა, ყოჩიაშვილის ფსიქიკური მდგომარეობა შეისწავლონ.
,,მე ვთხოვ გამოძიებას აღნუსხოს ის თანხები, რაც გამოვძალე ამ ფსიქიკური ტერორის დროს მარიამ-ირმა ყოჩიაშვილს. 13 000 დოლარს აღემატება ეს თანხა. მარიამი დამოუკიდებლად არ მივიდოდა იმ აზრამდე, რომ დედა მოეკლა. ვთხოვ გამოძიებას, შეაფასოს მარიამის ფსიქიკური მდგომარეობა. მარიამის დედობილის გული მის თვალწინ დავაგემოვნე და ის ამას აღტაცებული სახით უყურებდა. ყოველთვის მომწონდა ადამიანზე მანიპულაციის განხორციელება,'' - განაცხადა ბრალდებულმა ბექა შენგელიამ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ირაკლი ღარიბაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა - საქართველოს პროკურატურა
12 იანვარი, 2026 , 16:26
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს
12 იანვარი, 2026 , 16:13
პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა
12 იანვარი, 2026 , 15:47
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
12 იანვარი, 2026 , 13:06
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 15 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
9 იანვარი, 2026 , 12:04
კახეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
9 იანვარი, 2026 , 11:03


